ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რიჩარდ ნორლანდი - აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სათამაშო ველი
რიჩარდ ნორლანდი - აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სათამაშო ველი
14 თებერვალი, 2014 წ.
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სათამაშო ველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშში-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნება.
"ის, რაც დღეს დილით ვიხილეთ კონფერენციის ფარგლებში ადასტურებს იმას, რომ ინტენსიური განხილვები შედგება მონაწილეებს შორის. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის სანდო გახდეს პოლიტიკური პროცესი და უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი სათამაშო ველი. აშკარად ინტენსიური კამპანიის მომსწრენი გავხდებით. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს იმის ცოდნას, თუ რა სახის პოლიტიკური ხედვებია წარმოდგენილი. არა მხოლოდ ინტენსიური პოლიტიკური კამპანია უნდა შედგეს, არამედ ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი - გარკვეული წესები, რომელიც ყველასთვის იქნება თანაბარი. ახლა სწორედ ამ წესების შემუშავება მიმდინარეობს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე შეფასებით, 2014 წელი საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელია.

"ჩემი გამოსვლის ძირითადი აქცენტები იყო ის, რომ 2014 წელი არის ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური წელი საქართველოსთვის. ესაა მნიშვნელოვანი წელი იმ კუთხით, რომ საქართველოს ექნება კიდევ ერთი შეასაძლებლობა, რათა მოახდინოს დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში აქ ჩატარდა ორი არჩევნები, თუმცა წლევანდელი არჩევნებიც მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები მიმართულია საკმარისი წინაპირობის შესაქმნელდ იმისთვის, რომ ამომრჩევლებს შეექმნათ ნდობის განცდა და დაინახონ, რომ შექმნილია თანაბარი სათამაშო ველი, სადაც თითოეულ კანდიდატს აქვს თანაბარი პირობები მიიღოს მონაწილეობა წარმომადგენლობით დებატებში თუ სხვა", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

http://www.interpressnews.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30