ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნათელაშვილი - არასაპარლამენტო პარტიების ერთიანი კანდიდატი?
12 თებერვალი, 2014 წ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს მიიღებს თუ არა მონაწილეობას მერის არჩევნებში. გიორგი გუგავას განმარტებით, „ამ ეტაპზე, შალვა ნათელაშვილი მერობაზე არ ფიქრობს.“

ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ არასაპარლამეტნო ოპოზიცია ერთ კანდიდატურაზე შეიძლება შეთანხმდეს, ოღონდ არა პრაიმერისის გზით. მთავარი, მისი აზრით, შეთანხმებაა. ამ შემთხვევაში კი ეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ნათელაშვილის უპირობა აღიარებას ნიშნავს. ბუნებრივია, ნინო ბურჯანაძე ამაზე არასოდეს დათანხმდება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა უკვე მოუწოდა არასაპარლამენტო ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში პრაიმერის გზით ერთ კანდიდატზე შეჩერდნენ.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარეს“ მიმაჩნია, რომ თუ ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება და პრაიმერის გზით ერთი კანდიდატის შერჩევა არ მოხდა, ივანიშვილ- ღარიბაშვილის დუეტი თბილისის მერად თავის კანდიდატს გაიყვანს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სავალალოა“ - მიმართავს ხატიაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას.

„ნიუპოსტის“ პირადი გამოკითხვებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია რეიტინგულ ფიგურად „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს ასახელებს.

ისინი მიანიშნებენ, რომ ბოლო პერიოდში ნათელაშვილი თავისი აქციებით ქულებს იწერს იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდეს. მაგალითისთვის, „რედისონში“ ნათელაშვილის მისვლა, ხმაურის ატეხვა და ბიძინა ივანიშვილისთვის 41 შეკითხვის გადაცემის მცდელობა მოჰყავთ.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავა მხარს არ უჭერს პრაიმერისს, რადგან მიიჩნევს, რომ „საქართველოში მან მახინჯი ფორმები მიიღო, ჩვენთვის გარიგება უფრო მისაღებია“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30