ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალები" ჩივიან, რომ რაიონებში მათ მომხრეებს პოლიცია პრესავს
12 თებერვალი, 2014 წ.
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ რაიონებში მათი თანაპარტიელი გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების რეპრესიები განახლდა და ამის მაგალითად ხონის გამგებლის, მისი მოადგილისა და ასევე დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავებას ასახელებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი პასუხად ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლოგიკა ასეთია -სამართალდამცველებმა ვინც უნდა დააკავონ, ყველას პოლიტიკურ დევნას ეძახიან - "ისე გამოდის, რომ ესენი ფრთიანი ანგელოზები არიან და არავის აქვს უფლება, მათი საქმეები გამოიძიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ნაციონალები" ჩივიან, რომ რაიონებში მათ მომხრეებს პოლიცია პრესავს.

"დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი. პირველი სამიზნე გახდა ხონის რაიონი, სადაც დღეს დაკავებულ იქნა გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე. ხონის რაიონი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, სადაც ხელისუფლებამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საქმე ეხება აბსურდულ ბრალდებას, კერძოდ: 4 წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ოფიციალურად გადაეცა ხონის რაიონის გამგეობას და შემდეგ იგი დაურიგდა მოსახლეობას, რისი დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს. ასევე, დღეს დააკავეს დუშეთის "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი, რომელიც ახლახან აირჩიეს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი, ზურაბ ოტიაშვილმა 2 დღის წინ გაფრთხილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარის ერეკლე ტრიპოლსკისგან, რომლის შინაარსიც იყო მარტივი: თუ ის არ დაანებებდა თავს პარტიულ აქტიურობას, მას დააკავებდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში. უმცირესობის წევრ დავით საყვარელიძის თქმით, "ქართული ოცნების" ადგილობრივი არჩევნების კამპანიას, როგორც ჩანს, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს და ამიტომაც დაიწყო მათი პარტიის მხარდამჭერთა დაკავებებიც", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიაზე დაწყებული რეპრესიების თემაზე დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდება. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ სტრუქტურებს ურტყამენ - "თუ ყველას ციხეში ჩაყრიან, ასე ყველა არჩევნებს მოიგებენ. ჩვენ ვაპირებთ, ამ თემაზე ჩვენი უცხოელი მეგობრები ჩავაყენოთ საქმის კურსში და არასამთავრობო სექტორიც", - აცხადებს ნადირაშვილი. მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" მომდევნო ორი თვის განმავლობაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამოსავლენად პრაიმერს გეგემავს და სწორედ ზემოთ დასახელებული დაკავებული პირები წარმოადგენდნენ პრაიმერში მონაწილე შესაძლო კანდიდატებს", დასძენს გამოცემა.

"რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თანამდებობაზე ძალიან ცოტაა, მაგრამ მარტო მათ კი ერჩიან, მათი უშიშროება ძალიან კარგად მუშაობს და იციან, თვითმმართველობის არჩევნებზე რაიონებში კანდიდატებად ვის წარდგენას ვაპირებთ. ამიტომაც სწორედ მათზე არის წნეხი. ამ წუთშიც რამდენიმე რაიონიდან ცენტრალურ ოფისში დარეკეს და თქვეს, რომ დაკითხვაზე დაბარებას ისინიც ელოდებიან. დარეკეს ლანჩხუთიდან და მითხრეს, რომ იგივე მდგომარეობაა გურიის მეორე რაიონშიც. არ მინდა გვარების დასახელება, მათი უსაფრთხოების გამო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირმა ნადირაშვილი.

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებში გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების მასობრივი ცვლილებების შესახებ ანგარიში ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოაქვეყნა - 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 69 მუნიციპალიტეტიდან 55-ში შეიცვალა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე - 31-ში და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თანამდებობის პირები "ქართული ოცნების" წევრებმა ან "ქართულ ოცნებაში" პორტირებულმა "ნაციონალებმა" შეცვალეს. "სამართლიან არჩევნებში" აცხადებენ, რომ სხვა კვლევა მათ არ ჩატარებიათ და რა მდგომარეობაა დღეს, ინფორმაცია არ აქვთ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა კი დღეს უნდა შედგეს და რეპრესიები არსებობს თუ არა, კონკრეტული ფაქტების კვლევის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას", - წერს სტატიიის ავტორი.

"დღეისათვის, რაიონებში ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი თანამდებობის პირების რაიდენობა კიდევ უფრო შემცირებულია. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, შანტაჟის მიუხედავად, ე.წ. ურჩები მაინც დარჩნენ ხონში, დუშეთში, მარტვილში, ვანში, ადიგენსა და ონში. მანანა კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რეპრესიებზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა, იმიტომ, რომ მათი მმართველობის დროს მთელი საზოგადოება იყო მათ მიერ დანიშნული გამგებლების, პოლიციისა თუ სკოლის დირექტორების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ. დღეს კი სასამართლო პროკურატურის წნეხისაგან თავისუფალია და მათ ადვოკატებს, თული დანაშაული ჩადენილი არ აქვთ, ბრალდებულის გამართლება არ გაუჭირდებათ, იმ პერიოდისაგან განსხვავებით, როდესაც გამამართლებელი განაჩენი საერთოდ წარმოუდგენელი იყო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს გამგეობები იმდენად პოლიტიზებული წნეხის მანქანა იყო, სოციალურ დახმარებასაც პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არიგებდნენ. ამის გამო რაიონებში ხალხის რისხვა დაიმსახურეს და ამიტომაც მოხდა ბევრგან შეჭრა და გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენება. არ ვიცი, რამდენ რაიონში დარჩა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გამგებლად და საკრებულოს თავმჯდომარედ და სადაც დარჩნენ, ისიც მიკვირს. სინდისი რომ ჰქონდეთ, თავად უნდა მიდიოდნენ თანამდებობიდან. ვინმემ ახლა ესეც შეიძლება წნეხად ჩამითვალოს", - აცხადებს კობახიძე. ის ტრიპოლსკის მხრიდან რაიმე მუქარას გამორიცხავს და განმარტავს, რომ არც ის არის სიმართლე, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ხდება სს საქმის აღძვრა", - დასძენს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30