ოზურგეთში, სოფელ ძიმითში ამ წუთისთვის ხმის მიცემის პროცედურა შეწყვეტილია, მიზეზად საუბნო კომისიის ბეჭედის დაკარგვა სახელდება.
როგორც ადგილიდან დამკვირვებლებმა გვაცნობეს, სავარაუდოდ კომისიის თავმჯდომარემ ბეჭედი საფირფარეშოში გამიზნულად ჩააგდო, რადაგან კონკრეტულ უბანზე ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.
გიორგი ვაშაძის ბრიფინგი
17 საათისთვის, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 34,7 პროცენტია (327 308 ამომრჩეველი).
2016 წელს 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში 40.6%
იყო (402 294 ამომრჩეველი).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36,7 პროცენტია.2014 წელს ეს მაჩვენებელი 34,64% იყო.
ცესკოს ცნობით, ყვლაზე მაღალი აქტივობა, 53,4% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი, 31,5 პროცენტი კი - შიდა ქართლში.
ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან 17:00 საათის მონაცემებით არჩევანი 43 493 ადამიანმა დააფიქსირა. რაც საერთო ამომრჩევლის 28,51პროცნეტია
"ლეიბორისტული პარტიის" ბათუმის მერობის კანდიდატს ჯელალ ქიქავასა და ბათუმის #79 ოლქის წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. კანიდატმა ოლქის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა
დაპირისპირება ბაზალეთში - ინფორმაციას და დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილი ავრცელებს