26 ივნისი, 2014 წ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტები მიზნად ისახავენ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა განვითარებას.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს სამოქალაქო კულტურას, რომლის ფასეულობებსაც წარმოადგენს პლურალიზმი და თავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულობის განვითარებას საქართველოში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ თითოეული ინდივიდის საჭიროებას, იყოს საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი დემოკრატიული კულტურის ფარგლებში.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ქმნის, მართავს და ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების პროექტებს საქართველოში. იგი გამოიმუშავებს იმ საჭირო იარაღებს, კერძოდ კი მეთოდოლოგიას და ტექნიკას ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დასახმარებლად, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, რათა წინ წამოწეულ იქნას პასუხისმგებლობა, თანასწორუფლებიანობა და გამჭვირვალეობა, მოიძებნოს დიალოგის დამყარების, კონსესუსის მიღწევის გზები და ადგილი ჰქონდეს მშვიდობიან ცვლილებებს.