პუბლიკაციაში წარმოდგენილია სამოქალაქო კულტურის საერთშორისო ცენტრის კვლევის ანგარიში, რომლის მიზანი იყო 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ჩამოყალიბების პროცესი ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში რთულად მიმდინარეობს, ხშირია სისტემის რეფორმირების მცდელობები, რაც გამოიხატება სხვადასხვაპერიოდში განსხვავებული მოდელების მუნიციპალური სისტემის შექმნისა და დამკვიდრებისმცდელობებში.