2005 წელი
პროექტი: "სკოლები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის"

დონორი: ევროკომისია

განმხორციელებელი ორგანიზაცია: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

პარტნიორი ორგანიზაციები: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქვემო-ქართლის ეთნიკურ უმცირესობებში არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისი საზოგადოების მობილიზაციის მეშვეობით სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესება.

განხორციელებული საქმიანობა: პროექტის ფარგლებში, ქვემო-ქართლის აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული მარნეულის რაიონის სკოლის საბჭოსა და საკრებულოს წარმომადგენლებს, (სულ 250 ადამიანს , მათ შორის 30% ქალი) ჩაუტარდათ კონფერენციები, ტრეინინგ-კურსები, სემინარი და ლექციები.


I VOTE



პროექტი „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმემედიის ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში“

დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი “საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში” რომელსაც ახორციელებდა ურბანული ინსტიტუტი.

პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

განხორციელებული საქმიანობა:

ჩატარდა ტრენინგები ამბროლაურის, ზესტაფონის, გორის და ლაგოდეხის არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგებზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ბეჭდვა