2004 წელი
პროექტი “ქართული მწერლობა და ადამიანის უფლებები”

დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და IRIS-Georgia


პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო საზოგადოებისათვის  იმის გათვითცნობიერებაში რომ ადამიანის უფლებები და სხვა ლიბერალური ღირებულებები არ არის უცხო ქართული კულტურისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მწერლები სხვადასხვა ეპოქაში იდგნენ ადამიანის უფლებების, პიროვნების ღირსების და სხვა მსგავსი ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.

 

პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურდა საზოგადოება დაგვერწმუნებინა იმ რეალობაში, რომ ადამიანის უფლებები არ არის ახალი, შემოგდებული, `თავსმოხვეული~ ღირებულება, და რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთ პირველი ერი, სადაც გაიაზრეს და განავითარეს ადამიანის უფლებების, პიროვნების ღირსების, კანონის წინაშე თანასწორობის აუცილებლობა, რისი დამადასტურებელიც სწორედ საქართველოს ისტორიაში არსებული ფაქტები და ქართულ კულტურაში არსებული ნიმუშებია.

 

ამ მიზნის მისაღწევად  პროექტის ფარგლებში გურამ დოჩანაშვილის რომანის ‘სამოსელი პირველის” მიხედვით შეიქმნა რადიოსერიალი(12 სერია)  და 50 აუდიოკლიპი (გამოყენებული იქნა ფრაგმენტები შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, ოთარ ჭილაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, პეტრე იბერის, ჭაბუა ამირეჯიბის, სოლომონ დოდაშვილის და სხვათა ნაწარმოებებიდან)., სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის ცალკეულ პუნქტებს მიესადაგება ფრაგმენტები ქართველ მწერალთა ნაწარმოებებიდან. რადიოსერიალის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში გასვლის შემდეგ, იმართებოდა დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდა ბატონი ლევან ბერძენიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ‘სამოსელი პირველის ავტორმა გურამ დოჩანაშვილმა, დავით ზურაბიშვილმა, მაია ჯალიაშვილმა, ზაზა აბზიანიძემ, ავთანდილ იმნაძემ, რამაზ საყვარელიძემ, რატი ამაღლობელმა, დავით ლოსაბერიძემ, ბასა ჯანიკაშვილმა, კახა კაციტაძემ, სოზარ სუბარმა, პაატა ზაქარეიშვილმა და დავით უსუფაშვილმა.

პირველი დისკუსია 
წამყვანი - ზურაბ კანდელაკი.
მონაწილეობენ: გურამ დოჩანაშვილი და დავით ზურაბიშვილი

Kote Kandelaki · Სამოსელი Პირველი - Დისკუსია Გურამ Დოჩანაშვილი

I VOTE

პროექტი "სასწავლო ცენტრის დაარსება სამცხე-ჯავახეთში, ქალთა რეგიონალური ცენტრი ფარგლებში"

 

დონორი: გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)


პროექტებს მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის ქალთა რეგიონალური ცენტრის მხარდაჭერა, სასწავლო პროგრამების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის, რათა ხელი შეეწყო გენდერული ცნობიერების ამაღლებას და ქალთა აქტიურ ჩართულობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობებში, სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამების საშუალებით.

განხორციელებული საქმიანობა:

პროექტი შედგებოდა 6 კომპონენტისგან. თითოეული კომპონენტი ითვალისწინებდა სხვადასხვა სასწავლო კურსების განხორციელებას  (სასწავლო პროგრამა მოიცავდა 24 სასწავლო დღეს).

 

ძირითადი კომპონენტების შემდგომ ჩატარდა ტრენინგების სერია ადგილობრივი ტრენერების მიერ. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 120 ქალმა.

 

 

I VOTE


 

პროექტი: დეცენტრალიზაციის რეფორმის კონცეფციის შემუშავება


ონორი:
: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ევრაზიის ფონდი:


მიზანი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კონცეფციის და ორგანული კანონის პროექტის შემუშავება

განხორციელებული საქმიანობა: შემუშავდა ადგილობრივი ხელისუფლების კონცეფცია და ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2005 წელს წარედგინა საკანონმდებლო წინადადების სახით.

ბეჭდვა