პროექტი „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება“
დონორი: სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
პროექტის მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა მათი წევრების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით.
განხორციელებული საქმიანობა:
- საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ პარტიათა ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ჩატარდა 32 ორდღიანი ტრენინგი. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 14 პოლიტიკური პარტიის 586 წარმომადგენელმა, რომელთაგან 168 იყო ქალი.
- ტრენინგის მასალებზე დაყრდნობით მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „ადგილობრივი პოლიტიკა და პარტიები“ (1000 ეგზემპლიარი);
- მომზადდა ვიდეო ლექციების კურსი და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ivote.ge შეიქმნა დისტანციური სწავლების მოდული(e-learning). მოდულზე განთავსდა ათი ვიდეო ლექცია;