ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
2013 წელი
პროექტი: საარჩევნო პორტალი ivote.ge – დაფინანსებულია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“-ის მიერ; 2013 წლის სექტემბერი-ნოემბერი

 

ვებ-პორტალ ivote.ge  როგორც ქართულ ისე ინგლისურენოვან განყოფილებაში განთავსდა 2013 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო კულტურის ამაღლებისაკენ და ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირებულობისათვის. საერთო ჯამში ვებ - პორტალზე განთავსდა 6500 მეტი სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია იხილოს:

  • არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფიები და საარჩევნო პროგრამები
  • ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების შესახებ
  • საარჩევნო კანონმდებლობა და ცენტალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტები
  • წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდის ყოველდღიური სიახლეები
  • ამომრჩევლის გზამკვლევი
  • უცხოური პრესა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი როგორც საგანმანათლებლო ინფორმაცია, ასევე საკანონმდებლო რეგულაციები და  საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  შშმპ - სათვის დანერგილი სიახლეები
  • საქართველოში ჩატარებული არჩევნების არქივი
  • არჩევნების შედეგები თთოეული ოლქის მიხედვით
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები
  • პრეზიდენტობის კანდიდატების ფინანსური შემოწირულობებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია
  • უწყებათაშორის კომისიის განცხადებები
  • ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრების შესახებ
  • საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობა და საარჩევნო ოლქებისა და უბნების მისამართები

 

I VOTE


 

პროექტი: სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის


დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“


მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის  მხარდაჭერა

 

ამოცანები:

  • თვითმმართველობის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზი
  • ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მონიტორინგი და შეფასება
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
  • დეცენტრალიზაციის შესახებ არსებული ხედვების გავრცელება საზოგადოებაში
  • თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება

 

განხორციელებული საქმიანობა:

 

1. გამოიცა ნაშრომი ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014

 

ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან:

 

  • პირველ ნაწილში აღწერილია საქართველოში 1991–2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციები და შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი;

  • მერე ნაწილში "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში- 2013-2014", განხილულია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მომზადებისა და მიღების პოლიტიკური პროცესი, ორგანული კანონის მიღების შემდგომ რეფორმის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და პრობლემები, შეფასებულია ამ სფეროში არსებული სურათი 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და რეფორმის განვითარების პერსპექტივები;

 

2. საზოგადოების ინფორმირება

  • მოეწყო 20- ზე მეტი საჯარო განხილვა რეგიონებში
  • მომზადდა ელექტრონულ ბიულეტენის „თვითმმართველობის დროა„ ათი ნომერი
  • ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
  • შეიქმნა ჟურნალისტთა ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისათვის
  • მომზადდა და რეგიონულ მედიაში განთავსდა 100 ზე მეტი სტატია


ფოტო მასალა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა