ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
2012 წელი

 

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერნეტ-პორტალი(მეორე ეტაპი)

დონორი: ფონდი "ღია - საზოგადოება საქართველო"

პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერნეტ-პორტალის შემდგომი ფუნქციონირების გზით.

განხორციელებული საქმიანობა: ინტერნეტ- პორტალის მოდიფიცირება და ინფორმაციის განახლება


I VOTE


პროექტი „ამომრჩეველთა განათლება აჭარის რეგიონში"


დონორი: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი


მიზანი: ხელი შეეწყო 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას და არჩევნების იდეის პოპულარიზაციას.

 

ამოცანა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლთა განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

 

განხორციელებული საქმაინობა:

 

  • გამოიცა და გავრცელდა 20 000 ამომრჩევლის სამახსოვრო;
  • აჭარის 85 სოფელში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და გავრცელდა 20 000 ამომრევლის სამახსოვრო;
  • ცხრა შეხვედრა-სემინარში მონაწილეობა მიიღო 157 - მა არასამთავრობო და მედიის, პოლიტიკური პარტიების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელმა, სტუდენტმა და სხვა დაინტერესებულმა პირმა;

 

ფოტო მასალა
I VOTE


პროექტი: საარჩევნო პორტალი ivote.ge

 

დონორი: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“


მიზანი: ამომრჩევლთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინტერნეტ-პორტალის www.ivote.ge შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების გზით.


განხორციელებილი საქმიანობა:

ვებ-პორტალ ivote.ge  განთავსდა 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია , რომელიც მიმართული იყო საარჩევნო კულტურის ამაღლებისაკენ და ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირებულობისათვის. საერთო ჯამში ვებ - პორტალზე განთავსდა 3000 მეტი სხვადასხვა სახის ინფორმაცია. კერძოდ:

 

  • მიმოხილვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ;
  • ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების  შესახებ, მათ მიერ წარდგენილი პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები, საარჩევნო პროგრამები;
  • ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების შესახებ, გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში; საარჩევნო კლიპები;
  • ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის წესის და მათი უფლებების შესახებ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშები;
  • ამომრჩევლის გზამკვლევი. სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში განმარტებულია საარჩევნო პროცედურები.
  • არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ცესკოს ნორმატიული აქტები;
  • ინფორმაცია აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების და მასში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების შესახებ;

 

ვებ-გვერდზე განთავსებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები თითოეული საარჩევნო ოლქის  მიხედვით;

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა