ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
2010 წელი

 

პროექტი - საარჩევნო საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“(IFES)

 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა, საარჩევნო კულტურის ამაღლება და არჩევნების იდეის პოპულარიზაცია.

განხორციელებული საქმიანობა:

  • ამომრჩევლთა განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

- მომზადდა და ტელე კომპანია "იმედის" სერიალ "შუა ქალაქში" ინტეგრირდა საარჩევნო საგანმანათლებლო თემატიკა; საარჩევნო სიუჟეტები განაწილდა ორ სერიაში. სერიალი ეთერში გადაიცა 22-23 და 30 მაისს;

- გამოიცა ამომრჩევლის სამახსოვრო, სადაც ნათლად იყო განმარტებული საარჩევნო დღის პროცედურა, ამომრჩევლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები. სამახსოვრო გამოიცა ქართულ, სოხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდა მოსახელობაში;

- შეიქმნა ინტერნეტ-გზამკვლევი  www.ivote.ge რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა  მიეღო სასურველი და მისთვის საინტერესო ინფორმაცია არჩევნების და თვითმართველობის სისტემის შესახებ, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შესახებ, არჩევნების შედეგების  და სხვა შესაბამის ინფორმაციები.

  • რეგიონებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების შესაძლებლობათა გაზრდა;
- საქართველოს რეგიონებში  არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ათი ერთდღიანი სემინარი. მონაწილეები გაეცვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკას, საარჩევნო სისტემასა და პროცედურებს, მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს.

- არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდია რე"–სთან პარტნიორობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე  მომზადდა და რეგიონული ტელევიზიების ქსელით გადაიცა 2 თოქ-შოუ. აღნიშნული გადაცემის პირველი სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ხარატიშვილი, ხოლო მეორე გადაცემის სტუმრები იყვნენ არჩევნებში მონაწილე ხუთი პარტიის  წარმომადგენელი. გადაცემაში ასევე მოწვეულები იყვნენ რეგიონული ჟურნალისტები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ თავისთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ გადაცემის სტუმრებისთვის. გადაცემა დამატებით ასევე გავიდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერით.

- გამოიცა და გავრცელდა სახელმძღვანელო "როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს", რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის.


ვებ–გვერდ www.ivote.ge პრეზენტაციაზე 17 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც საარჩევნო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობდა.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს შეადგენდა საქართველოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები, ახალგაზრდები, ეროვნული უმცირესობები და მათთან ერთად ამომრჩეველთა საზოგადოების ფართო წრე.

ფოტო მასალა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა