ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
2008 წელი

პროექტი
„ეთნიურ უმცირესობათა ხელშეწყობა საარჩევნო უფლებებით ეფექტური სარგებლობისათვის“

დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო


პროექტის მიზანი იყო წვლილი შეეტანა ქვემო ქართლში (გარდაბანი, მარნეული) მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციაში, ხელი შეეწყო  2008 წლის 5 იანვრის  საპრეზიდენტო და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ მიერ სამოქალაქო უფლებათა, კერძოდ კი საარჩევნო უფლებათა, უფრო ეფექტურ გამოყენებას და გაეზარდა პროექტის უშუალო სამიზნე  ჯგუფის  უნარი საარჩევნო უფლებებით ეფექტური სარგებლობისათვის.


განხორციელებული საქმიანობა:

  • ტრენინგები ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის
  • საგანმანათლებლო პროგრამა ამომრჩევლებისათვის - ტელე დისკუსიები, ლიფლეტის გამოცემა და გავრცელება
  • ამომრჩეველთათვის ფუნქცინირებდა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები
  • მოხალისე დამკვირვებლების შერჩევა და მათი სწავლება
  • არჩევნების დღის მონიტორინგი


ფოტო მასალა

I VOTE



პროექტი საბიუჯეტო მონიტორინგის სფეროში რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება

დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

 

პროექტის მიზანი:

  • საბიუჯეტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პირებისათვის საჯარო ფინანსების ეფექტიანობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ ბაზისური ცოდნის მიცემა და კვალიფიკაციის ამღლება;
  • რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებში საბიუჯეტო პროცესებში თანამონაწილეობითი მიდგომების და პრინციპების დანერგვა;

განხორციელებული საქმიანობა:

 

მომზადდა სასწავლო/ტრეინინგ კურსი საბიუჯეტო მონიტორინგის თემაზე და ჩატარდა 5 დღიანი ტრეინინგი  ქალაქ ბათუმში.

 

ტრეინინგს ესწრებოდა 22 მონაწილე შემდეგი ორგანიზაციებიდან – ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაცია(ბათუმი), ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (ბათუმი), კავშირი “პროგრესი(ბათუმი), წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი(ბათუმი), ხალხის გაზეთი(გორი), ქართლოსი(გორი), “კავშირი” (გორი), გორის საინფორმაციო ცენტრი(გორი), გაზეთი“მთავარი საქართველოში”(ფოთი), გაზეთი “თავისუფალი სიტყვა” (ფოთი), ასოციაცია ”დეა”(ზუგდიდი), გაზეთი “ეგრისის მაცნე”(ზუგდიდი), გაზეთი “აფხაზეთი”(ზუგდიდი), გაზეთი”კოლხური ვერსია”(ზუგდიდი), ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის(ზუგდიდი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (ბათუმი), ნეტ გეორგია (გორი).

 

ტრენერები – თენგიზ შერგელაშვილი, ოთარ კონჯარია, ლია ტოკლიკიშვილი, პაატა მირზიაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი.

 

 

I VOTE

პროექტი „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკუკავშირის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე“

 

დონორი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)

 

პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის ნორმების პრაქტიკაში გამოყენების სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა

 

განხორციელებული საქმიანობა:

 

პროექტის ფარგლებში  განხორციელდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა  ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზები.

 

I VOTE


 

პროექტი: "საქართველოში სურსათის უვნებლობა და საზოგადოების ინფორმირებულობა"


დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

 

მიზანი: სურსათის უვნებლობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება


განხორციელებული საქმიანობა:

  • შეიქმნა და რეგისტრაციაში გატარებულ იქნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი და მასზე მომუშავე სამსახურის თანამშრომელს ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
  • ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთეულის განვითარებისთვის შესაბამისი კვლევა და ანალიზი; ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაცია პიარსტრატეგიის სახით გადაეცა სამსახურის ხელმძღვანელობას;
  • საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ასევე კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთეულის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ორკვირიანი თრეინინგი;
  • შესწავლილ იქნა სურსათის უვნებლობის და ხარისხის მარეგულირებელი კანონმდებლობა, მსოფლიო გამოცდილების ანალიზი და აღნიშნულ საკითხზე საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს;
  • გამოიცა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების კრებული (1000 ცალი);
  • გამოიცა 4000 ცალი საინფორმაციო ფურცელი;
  • გაზეთ `რეზონანსში" გამოქვეყნდა 14 სტატია;
  • მომზადდა ექვსი 30-წუთიანი რადიოგადაცემა და გადაიცა `პირველი რადიოს" პირდაპირ ეთერში;
  • გადაღებულ იქნა ორი სოციალური რეკლამა;
  • მოეწყო დასკვნითი პრეზენტაცია და ჩატარდა კონფერენცია თემაზე "საქართველოში სურსათის უვნებლობა და საზოგადოების ინფორმირებულობა";


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა