ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
2002 წელი

 

პროექტი „ტრენინგ-პროგრამა საქართველოს ქალაქების საკრებულოთა წარმომადგენლებისათვის“


დონორი:
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, ახლადარჩეული საკრებულოების წარმომადგენელთა საქმიანი უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით.

 

განხორციელებული საქმიანობა:

სამდღიანი ტრენინგი ქალაქების თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების  თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის

ტრენინგზე მონაწილეების ინიციატივით გადაწყდა შექმნილიყო ქალაქების თვითმმართველობათა გაერთიანება, რომელშიც გაერთიანდებოდნენ არა მარტო საკრებულოს წევრები არამედ ქალაქების გამგებლებიც. ამ  ინიციატივის შედეგად 2003 წლის აპრილში შედგა საქართველოს ქალაქების თვითმმართველობათა კავშირის დამფუძნებელი კრება.


ფოტო მასალა

I VOTE



პროექტი:
" 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონმდებლობის გაცნობა"


დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი “საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში” რომელსაც ახორციელებდა ურბანული ინსტიტუტი.

პროექტის მიზანი: 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის და საარჩევნო პროცედურების შესახებ.


განხორციელებული საქმიანობა: 2002 წლის აპრილში საქართველოს ხუთ ქალაქში ლაგოდეხი, მცხეთა, ზესტაფონი, ფოთი და ოზურგეთი ჩატარდა სემინარები, სადაც მონაწილეეი გაეცნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის და საარჩევნო კოდექსის სიახლეებს და ნიუანსებს. სემინარს ესწრებოდნენ საკრებულოს წევრობის და გამგებლობის კანდიდატები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, მას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები წარმომადგენლები.

 

I VOTE


 

პროექტი - სასწავლო პროგრამების  საჭიროებათა გამოვლენა საქართველოს 5 ქალაქში

დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროექტი “საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში”  რომელსაც ახორციელებდა ურბანული ინსტიტუტი.

მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სასწავლო პროგრამების დაგეგმვის ხელშეწყობა

განხორციელებული საქმიანობა:


საქართველოს 5 ქალაქში – ფოთში, ზესტაფონში, ლაგოდეში, ოზურგეთში და მცხეთაში ჩაატარა სასწავლო პროგრამების საჭიროებათა გამოვლენის კვლევა. საჭიროებათა გამოვლენა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის კვლევის მეთოდის  გამოყენებით. თითოეულ ქალაქში კვლევა ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფთან (საკრებულოს წევრები, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი სექტორის(NGO და მასმედია) წარმომადგენლები).

კვლევის  ბოლოს მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი და რეკომენდაციები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა