პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობა მცხეთის რაიონში - გამჭირვალე და ანგარიშვალდებული საკრებულოს მოდელი"
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
პროექტი მიზნად ისახავდა მცხეთის რაიონის საკრებულოთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების როლის გაზრდის ხელშეწყობას.
განხორციელებული საქმიანობა:
• გამოიცა ყოველთვიური ბიულეტენის 8 ნომერი, რომელშიც გაშუქებული იყო როგორც მცხეთის რაიონისა და ქალაქის საკრებულოების, ასევე სოფლის საკრებულოების საქმიანობა.
• მოეწყო რაიონისა და ქალაქის საკრებულოების ფართომასშტაბიანი შეხვედრა საზოგადოებასთან: "ადგილობრივი თვითმმართველობა – არსებობის 2 წელი: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები~.
• გამოიცა და მოსახლეობაში გავრცელდა:
- მცხეთის რაიონის საკრებულოთა ცნობარი
- მცხეთის რაიონის საკრებულოს სხდომის ოქმების, გადაწყვეტილებებისა და აქტების კრებული
- მცხეთის რაიონისა და ქალაქის ბიუჯეტები
- მცხეთის რაიონის მუნიციპალური სამსახურების ცნობარი
• მცხეთის რაიონის სოფლების საკრებულოთა თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის ჩატარდა 2 სემინარ-ტრენინგი.
• მოეწყო მცხეთის რაიონის საკრებულოს გასვლითი საჯარო სხდომები სოფლებში: დიღომი და ძეგვი
• სოფლების მოსახლეობის რაიონის საკრებულოსთან ურთიერთობის სტიმულაციის მიზნით, სოფლებში დაიდგმა სპეციალური საინფორმაციო სტენდები და საზოგადოებრივი ფოსტის ყუთები.
ფოტო მასალა

პროექტი "მასმედიის საშუალებებით ახალგაზრდა ამომრჩევლების განათლების მეთოდიკის შემუშავება"
დონორი: ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა ამიერკავკასიის ორი ქვეყნის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - საზოგადოება "ტახსილი" (აზერბაიჯანი) და ახალგაზრდული ასოციაცია "არეგ-73" (სომხეთი) ერთად განახორციელა პროექტი "მასმედიის საშუალებებით ახალგაზრდა ამომრჩევლების განათლების მეთოდიკის შემუშავება".
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო მონაწილეობის მასმედიის საშუალებით გაზრდის მეთოდიკის შემუშავება.
პროექტის ამოცანების განხორციელებისათვის 2001 წლის ზაფხულში ჩატარდა სამივე ქვეყნის ახალგაზრდობის სოციოლოგიური გამოკითხვა, რათა გამოგვერკვია ახალგაზრდებში პოპულარული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პროგრამები, თემები.
პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, მასში გათვალისწინებული ღონისძიებები სამივე ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს, პროექტის ბოლოს შეიქმნა ერთობლივი პროდუქტი.
კვლევის შედეგად:
- გამოიყო მასობრივი ინფორმაციის კონკრეტული საშუალებები/პროგრამები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო მონაწილეობის პროპაგანდა
- განისაზღვრა ის თემები, რომლებშიც ახალგაზრდები ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან, ან მისი ხარისხის გაზრდას საჭიროებენ. შესაბამისად შესაძლებელი გახდა შემოვფარგლულიყავით თემათა იმ წრით, რომელთა მეშვეობითაც მომავალში შესაძლებელი იქნება სამოქალაქო მონაწილეობის და პოლიტიკური კულტურის პროპაგანდაზე მიმართული კონკრეტული პროგრამების განხორციელება

პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდა აღმოსავლეთ საქართველოს ოთხ რაიონში"
დონორი: ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი
პროექტი მიზნად ისახავდა თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და ლაგოდეხის საკრებულოების შესაძლებლობების გაზრდას და გაუმჯობესებას. საკრებულოებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის ტრადიციის დამკვიდრებას. ასევე საკრებულოებსა და ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გაზრდას.
განხორციელებული საქმიანობა:
- სამიზნე რაონებში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგები საკრებულოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის
- თითოეულ რაიონში გამოიცა და გავრცელდა ბროშურა , რომელშიც შევიდა საკრებულოს წევრების ბიოგრაფიები და საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები
პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოს 4 რაიონში"
დონორი: აშშ-ს საელჩო საქართველოში
პროექტის მიზანი: წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებისთვის ხელისშეწყობა და მოცემულ სფეროში ინფორმაციული ვაკუუმის შევსება.
განხორციელებული საქმიანობა:
საქართველოს ოთხ ქალაქში: მცხეთაში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში საკრებულოს წევრებისათვის ჩატარდა სამრიანი ტრენინგი.
ტრენინგებზე განხილული საკითხები თემებზე:
- გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ადმინისტრაციული ეთიკა;
- ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
- სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩართვა გამჭვირვალე მმართველობის ჩამოყალიბების პროცესებში.
ორგანიზაციამ შეიმუშავა და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთათვის. პირველად იქნა აპრობირებული გაერთიანებული ერების ჰაბიტატის პროგრამის ადაპტირებული ვარიანტი
ფოტო მასალა
პროექტი: რეფორმა და მისი გენდერული ასპექტები
დონორი: ფონდ `ღია საზოგადოება საქართველოს~
პარტნიორები: დინამიკური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის, ქალები მომავლისათვის.
განხორციელებული საქმიანობა: გენდერული სკოლა ჟურნალისტებისათვის
პროექტი: ქალი და მშვიდობისმშენებლობა
დონორი: UNIFEM
პარტნიორები: დინამიკური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის, ქალები მომავლისათვის.