ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
1997 წელი
პროექტი “საარჩევნო კანონმდებლობის ეფექტურობისათვის”

დონორი:
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს  წარმომადგენლობა


პროექტი ითვალისწინებდა:

  • მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობისა და საარჩევნო კანონმდებლობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით კონფერენციის "მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების” ჩატარებას.
  • კონფერენციაზე არსებული საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების გამოვლენას და მათი გამოსწორების გზების დასახვას.
  • კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით ბროშურის "მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების” გამოცემას.

კონფერნცია გაიმართა თბილისში, 1997 წლის 4-5 ოქტომბერს


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პარლამენტის,  იუსტიციის სამინისტროს, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, ეუთოს მისიის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის,  რესპუბლიკური, სოციალისტური, სოციალ-დემოკრატიული, გაერთიანებული რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიების, მოქალაქეთა  კავშირის, მერაბ კოსტავას საზოგადოების, ტრადიციონალისტთა კავშირის, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის  წარმომადგენლებმა.

 

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები, დისკუსიებში გამოთქმული მოსაზრებები და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები გამოიცა ბროშურის სახით, რომელიც გავრცელდა საქართველოს პარლამენტის წევრებში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა