ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
1998 წელი

პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესის კონტროლის ეფექტურობისათვის

 

დონორი: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

 

პროექტი ითვალისწინებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის:

 

  • პოლიტიკურ პარტიებში სადამკვირვებლო სამსახურების ორგანიზება-გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პარტიების საარჩევნო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ციკლის ჩატარებას;
  • დამკვირვებლებისათვის თვითმმართველობის არჩევნების თავისებურებებისადმი მისადაგებული პარტიული დამკვირვებლის სახელმძღვანელოს “როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს” გამოცემას,

 

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტი პოლიტიკური პარტიის სამოცამდე წევრმა. პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო გავრცელდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაში.

 

ფოტო მასალა

I VOTE

 

პროექტი “ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონიტორინგი”

 

დონორი: ცენტრალური ევროპის უნივერიტსტმა (Central Europe University)

 

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ქალთა მოქმედი არასამთავრობო ორანიზაციების მონიტორინგს.

 

ანკეტური გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩატარდა სამი კითხვარის (ქალთა ორგანიზაციებისთვის, ქალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელთათვის და წევრებისათვის) საფუძველზე გამოკითხულ იქნა 38 ორგანიზაცია და მათი 7 რაიონული ფილიალი, მათი ლიდერები და 200 აქტიური წევრი. მოპოვებული იყო შემდეგი სახის ინფორმაცია: ქალთა ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემები, ორგანიზაციების შექმნის თარიღი, წევრთა (მათ შორის აქტიურების) რაოდენობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ორგანიზაცის რესურსები, რეგიონალური ფილიალები, ორგანიზაციის პუბლიკაციები, ორგანიზაციის საჭიროებანი, ორგანიზაციაში არსებული ბიბლიოთეკა, რა სფეროში ისურვებდა ორგანიზაცია კვალიფიკაციის ამაღლებას, ორგანიზაციის ლიდერების გამოცდილება, გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, ორგანიზაცის წევრთა ასაკი, განათლება, ქალთა ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება და ინტერესთა მიმართულებები.

 

კითხვარების დამუშავების შედეგად მიღებული მასალა გაანალიზდა და გამოიცა ბროშურის სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

პროექტის ფარგლებში შეკრებილი მასალა არის საქართველოში ქალთა NGO-ების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის შეკრების პირველი  ცდა.

 

ბროშურის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მაქსიმალურად სწრაფად შეუძლია მიიღოს ყველა ძირითადი მონაცემი ქალთა ორგანიზაციების შესახებ.  მონიტორინგმა წარმოაჩინა ამ სფეროში არსებული სიტუაციის მკაფიო სურათი, რაც დაეხმარა ქალთა მოძრაობას უკეთ დაენახა საკუთარი თავი და გაეაზრებინა, თუ  რა იყო საჭირო საქართველოში ქალთა მოძრაობის შემდგომი განვითარებისათვის. ბროშურა დაურიგდათ არარსამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ფონდებს და დაინტერესებულ პირებს.

 

I VOTE

 

პროექტი “საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობარი”

 

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)

 

პროექტი ითვალისწინებდა:

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 1998 წლის არჩევნების წინ შექმნილიყო ცნობარი – "საქართველოს პოლიტიკური პარტიები" ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელშიც შევიდოდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია: დააარსების თარიღი, ორიენტაცია, პოლიტიკური კრედო, წინასარჩევნო პროგრამა და სხვა.

პოლიტიკურ პარტიათა სპექტრის სრულად წარმოჩენის მიზნით ცნობარში შევიდა არა მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში, არამედ იმ დროისათვის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ყვველა პარტია.

 

ინგლისურენოვანი ცნობარი ძირითადათ გავრცელდა  ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ჩამოსულ საერთაშორისო დამკვირვებლებში, ხოლო ქართულენოვანი პოლიტიკურ პარტიებში, მას მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვა დაინტერესებულ პირებში.

 

 

I VOTE

 

პროექტი “ამომრჩეველთა განათლების პროგრამა”


დონორი: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში


პროექტი ითვალისწინებდა:


ადგილობრივი არჩევნების წინ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პლაკატებისა და ჯიბის კალენდრების გამოცემას და გავრცელებას, რომელიც განუმარტავდა ამომრჩევლებს მათ უფლებებს და ხმის მიცემის პროცედურას მათ მშობლიურ ენაზე.


გამოცემული იქნა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე 2 სახის (მაჟორიტარული და პარტიული სიიებით ხმის მიცემის სისტემის განმარტებით) პლაკატი და ჯიბის კალენდარი, რომლებიც გავრცელდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონში. პლაკატები გავრცელდა საარჩევნო უბნებში, ხოლო კალენდრები უშუალოდ ამომრჩევლებში. პლაკატებისა და კალენდრებს გაავრცელებაში დაგვეხმარა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

 

 

I VOTE

 

პროექტი “საგანმანათლებლო პროგრამა – საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა მომზადება ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის”

 

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების ევრაზიის ფონდმა (Eurasaia Foundation)

 

პროექტი ითვალისწინებდა:

 

საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთათვის ტრენინგ-სემინარების “საარჩევნო ადმინისტრაციის ურთიერთობა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან” ციკლის ჩატარებას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

ბროშურის ”თვითმმართველობა და არჩევნები. მოსაზრებები თვითმმართველობისა და საარჩევნო კანონების შესახებ“ გამოცემას.

 

ტრენინგ სემინარებში მონაწილეობა მიიღო სამოცმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რვა პოლიტიოკური პარტიისა და  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა.

 

პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურა წარმოადგენს სტატიების კრებულს რომლებშიც განხილულია საკრებულოების არჩევნების ძირითადი საკანონდებლო ბაზა.

 

ბროშურა გავრცელდა საქართველოს პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებულ პირებში.

 

პროექტი განხორციელდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

ფოტო მასალა

I VOTE

 

საკონტაქტო პროექტი “ქალი და პოლიტიკა. ქალთა როლის აქტივიზაცია აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”

 

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების ევრაზიის ფონდის (Eurasaia Foundation) “თანამშრომლობის” პროგრამა

 

საკონტაქტო პროექტი “ქალი და პოლიტიკა.  ქალის როლის აქტივაცია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში” შესრულდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიგანის 3 არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით. საქართველოდან – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, სომხეთიდან - სომხეთის ქალთა საბჭო, აზერბაიჯანიდან – ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი.

 

საკონტაქტო პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყნების საპრეზიდენტო და საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა როლის აქტივაციის ერთიანი პროგრამის შემუშავებას.

 

ამ მიზნით თბილისში შედგა მხარეთა 4 დღიანი შეხვედრა. შეჯერდა მოსაზრებები და ევრაზიის ფონდს წარედგინა პროექტის სახით. წარდგანილი პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას და ამ ქვეყნების არასამთავრობო სექტორებს შორის კოორდინაციის გაზრდას ეფექტური თანამშრომლობისათვის.   თუმცა პროექტმა ფონდისაგან შემდგომი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაგრამ იგი ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ სამი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებისათვის. პროექტმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ერთიანი სივრცის შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.

 

I VOTE

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა