ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%


არჩევნები 2021



დისტანციური სწავლება
1999 წელი
პროექტი “საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობარი”.

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)

 

პროექტი ითვალისწინებდა:

 

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების წინ შექმნილიყო ცნობარი – "საქართველოს პოლიტიკური პარტიები" ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელშიც შევიდოდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაცია.

შეკრებილიყო და დამატებით ცნობარში შესულიყო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნენ 1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

 

პოლიტიკურ პარტიათა სპექტრის სრულად წარმოჩენის მიზნით ცნობარში შესულია არა მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში, არამედ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ყველა 124 პარტია.

 

ცნობარში აგრეთვე შესულია მონაცემები 125 (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, 60 რაიონისა და 60 ქალაქისა და დაბის) საკრებულოს შესახებ.

 

ინგლისურენოვანი ცნობარი ძირითადათ გავრცელდა  საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ეუთოს მისიით ჩამოსულ საერთაშორისო დამკვირვებლებში, ხოლო ქართულენოვანი პოლიტიკურ პარტიებში, მას მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თვითმმართველობის ორგანოებში და სხვა დაინტერესებულ პირებში.


I VOTE

 

პროექტის “პოლიტიკურ პარტიათა დამკვირვებლების მომზადება”

 

დონორი: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

 

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის:

 

  • პარტიებისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატების დამკვირვებელთათვის და საარჩევნო კომისიების პარტიულ წევრთათვის სახელმძღვანელოს “როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს მეორე, გადამუშავებულ გამოცემას;
  • სემინარ-ტრენინგების ციკლის ჩატარებას პოლიტიკური პარტიების სადამკვირვებლო სამსახურების თანამშრომელთათვის;

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ოცი პოლიტიკური პარტიის და დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატების ასამდე წარმომადგენელმა.  პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო გავრცელდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაში.


I VOTE

 

პროექტი “ადგილობრივი საკრებულოების განვითარების პროგრამა”

 

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების განათლების განვითარების აკადემია (Academy for Education Development)

 

პროექტი ითვალისწინებდა:

 

საქართველოს 12 რაიონის საკრებულოების წევრთათვის ტრენინგების ციკლის ჩატარებას.

ტრენინგები ჩატარდა ზესტაფონის, ხარაგაულის, ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ლანჩხუთის, მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის რაიონისა და ქალაქის საკრებულოების წევრთათვის.

 

ტრენინგებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საკრებულოს მუშაობის ორგანიზება; კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ; კანონი საკრებულოს წევრთა  სტატუსის შესახებ და  საზოგადოებასთან ურთიერთობა.

I VOTE


პროექტი
“საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გენდერისა და ქალთა საâითხის პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა”

 

დონორი: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (Central Europe University)

 

პროექტი ითვალისწინებდა:

 

გენდერზე და ქალთა პრობლემებზე  მომუშავე მეცნერების მიერ  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გენდერისა და ქალთა საკითხის სწავლების კონცეფციის შემუშავებას.

ამ მიზნით მოძიებულ იქნება ინფორმაცია დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ქალთა საკითხის სწავლების კურსების შესახებ, დამუშავდა და შეიქმნა საინფორმაციო მასალები რომლებიც სამუშაო შეხვედრებამდე დაურიგდათ მონაწილეებს. პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გენდერისა და ქალთა საკითხების კვლევისა და სწავლების რეალური სურათის მისაღებად.  გამოიკითხა ანკეტური  წესით ამ სფეროში მომუშავე 20 ქართველი მეცნიერი თსუ-დან, ფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან, პედაგოგიური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან, და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. გამოკითხვის შედეგად მოპოვებული იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

ქალთა საკითხებზე მომუშავე ყველა ქართველი მეცნიერის საკონტაქტო მონაცემები, მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ინტერესთა მიმართულებები ამ სფეროში, ინფორმაცია გენდერისა და ქალთა საკითხებზე არსებული კურსების შესახებ, გამოქვეყნებული პუბლიკაციები, განხორციელებული პროექტები, მეცნიერთა საჭიროებები კვლევის გასავითარებლად, მეცნიერთა კავშირი ქალთა მოძრაობასთან, მათი დამოკიდებულება ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკულ საქმიანობასთან.

 

კითხვარების დამუშავების შედეგად მიღებული მასალა გაანალიზდა და მომზადდა გამოსაცემად, რადგან ამ სახის ინფორმაცია ერთად თავმოყრილი და კლასიფიცირებული არ არის ხელმისაწვდომი.

 

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გენდერისა და ქალთა საკითხების სწავლების ხელშეწყობის კონფეფციის შემუშავების მიზნით ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა.  თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა 20 მეცნიერი. საბოლოოდ შეჯერდა მოსაზრებები და შემუშავდა კონცეფციის საბოლოო ვარიანტი, აგრეთვე დაისახა კონცეფციის საუნივერსიტეტო წრეებისათვის  გაცნობისა და მიწოდების გზები.

 

აღნიშნული პროექტი პირველი მცდელობა იყო თავი მოეყარა და გაეანალიზებინა არსებული სიტუაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლწბლებში გენდერისა და ქალთა კვლევების სფეროში.


I VOTE


პროექტი ODIHR-ის სახელმძღვანელო არჩევნებზე დაკვირვებისათვის ქართულ ენაზე გამოცემა.

 

პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივ – საინფორმაციო ცენტრ “ალტერნატივასთან” თანამშრომლობით.

 

დონორი:  ODIHR

 

სახელმძღვანელო გავრცელდა პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საარჩევნო კომისიებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა