2000 წელი

პროექტი “პარტიებისა და ამომრჩევლების საკონსულტაციო ცენტრი”

 

დონორი: ფონდი “ჰორიზონტი”

 

განხორციელებული საქმიანობა:

 

  • 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა საარჩევნო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი. ცენტრმა მომსახურება გაუწია ამომრჩევლებს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო კანონმდებლობის განმარტებაში, დაეხმარება მათ საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
  • ცსკ-ს საქმიანობის მონიტორინგი, საარჩევნო კანონდებლობის დარღვევათა შესახებ შესული საჩივრებისა და საჩივრების მიხედვით გამოტანილი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით;
  • პრესის მონიტორინგი, პრესის მიერ დაფიქსირებული საარჩვენო დარღვევების შეკრების მიზნით;
  • არჩევნების დღის მონიტორინგი გორის საარჩევნო ოლქში;
  • ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რაიონების ამომრჩეველთა განათლების მიზნით, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სპეციალური საგანმანათლებლო მასალების გამოიცემა და გავრცელება;
  • ხელისუფლების, ცსკ-ს, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისათვის რეკომენდაციების შესამუშვებლად. შეხვედრებზე განხილული იყო  მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებული  რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი;
  • 2000 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები ალექსანდრე შალამბერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი მინდელი. პოლიტიკური პარტიების: სახალხო ფრონტის, ლეიბორისტული, ეროვნულ-დემოკრატიული, სოციალისტური, ტრადიციონალისტთა კავშირის, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შედეგები:


სამუშაო შეხვედრებზე შეთახმდა შემაჯამებელი კონფერენციის დღის წესრიგი. გადაწყდა რომ კონფერენციაზე გამართულიყო მსჯელობა არა არსებული საარჩევნო კანონის გაუმჯობესების შესახებ, არამედ ახალ საარჩევნო კოდექსზე, რომელზე მუშაობაც პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა დაეწყო.

კონფერენციაზე  რეკომენდაციების პაკეტთან ერთად წარდგენილი იქნა ჩვენს მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის სტრუქტურა, რომელის შესახებაც გაიმართა დისკუსია.

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტრუქტურა შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მომავალ საარჩევნო კოდექს. კონფერენციაზე გადაწყდა რომ აღნიშნული სტრუქტურა მიწოდებოდა პარლამენტის ახლადშექმნილ საარჩევნო კოდექსის შემმუშავებელ ინტერფრაქციულ ჯგუფს.

ჩვენს მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის სტრუქტურა გადავეცით ინტერფრაქციული ჯგუფის ყველა წევრს.

ინტერფრაქციული ჯგუფის ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა ამ სტრუქტურის განხილვა, რომელზეც ამ ჯგუფმა მიზანშეწონილად ჩათვალა მისი სამუშაო ვარიანტად მიღება და მის საფუძველზე ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დაიწყო.


ფოტო მასალა

I VOTE



პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობა და მმართველობა მცხეთის რაიონში - გამჭირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლების მოდელი"


დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების ევრაზიის ფონდი

პროექტის მიზანი:

 

 

მცხეთის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მუნიციპალური მომსახურების გააუმჯობესება.

 

განხორციელებული საქმიანობა:

 

• შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი
• შეიქმნა მონაცემთა ელექტრონული ბაზა , სადაც შევიდა ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ
• ჩატარდა ორი სოციოლოგიური კვლევა

ფოტო მასალა

I VOTE


 

პროექტი:"გენდერისა და ქალთა საკითხების საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ცენტრის შექმნა"



დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ოფისის მცირე გრანტების პროგრამა


პროექტი მიზნად ისახავდა ორგანიზაციის ბაზაზე გენდერისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე NGO-ებისა და მკვლევარებისათვის საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ცენტრის შექმნას.

განხორციელებული საქმიანობა:


შეიქმნა გენდერისა და ქალთა საკითხებზე სისტემატიზებული საინფორმაციო ბაზა და პროფილირებული ბიბლიოთეკა.

 

ბეჭდვა