2014 წელი

 

პროექტი „ამომრჩეველთა განათლება ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“


დონორი: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი

 

მიზანი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა, საარჩევნო კულტურის და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია.

განხორციელებული საქმიანობა:

პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა 664 ადამიანს

კარდაკარის პრინციპით პროექტის მონაწილლებმა მოიარეს 25 სოფელი

გამოიცა 5000 ამომრჩევლის სამახსოვრო ბარათი სომხურ ენაზე, რომლებიც დაურიგდათ ტრენინგის მონაწილეებს.


ფოტო მასალა

I VOTE


საარჩევნო ვებ-პორტალი: www.ivote.ge


დონორი: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“


მიზანი: ამომრჩევლთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინტერნეტ-პორტალის www.ivote.ge შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების გზით.


განხორციელებილი საქმიანობა:

ვებ-პორტალი ivote.ge შეიცავს სხვადასხვა სახის ინფორმაცია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ორივე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. საიტი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა საარჩევნო კულტურის და ცნობიერების ამაღლებას. საერთო ჯამში, ვებ-პორტალი, შეიცავს 3200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

• თბილისის მერობის კანდიდატების ბიოგრაფიები და საარჩევნო პროგრამები

• ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზე

• ინფორმაცია თვითმმართველობის 2014 არჩევნებზე

• საარჩევნო კანონმდებლობა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტები

• ყოველდღიური ინფორმაცია არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდზე

• ყოველკვირეული დაიჯესტი

• ამომრჩეველთა გზამკვლევი

• უცხოური პრესა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

• საგანმანათლებლო ინფორმაცია, აგრეთვე საკანონმდებლო რეგულაციები და საარჩევნო სიახლეები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს

• საქართველოში ჩატარებული არჩევნების არქივი

• არჩევნების შედეგები უბნების მიხედვით

• ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ანგარიშები

• უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ანონსი

• ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრების შესახებ

• საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა და საარჩევნო ბლოკების და უბნების    მისამართები

I VOTE


პროექტი
- ქვეყნის მასშტაბით 76-ვე მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული თანამდებობის პირთა  ადამიანური რესურსებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება


დონორი: USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა


ტრენინგი ჩატარდა სამ ეტაპად:

 

ტრენინგ კურსის გავლის შედეგად  მონაწილეებმა  შეიძინეს  საბაზისო პრაქტიკულ ცოდნა თვითმმართველობის საკითხების შესახებ და იმ თემების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მათი საქმიანობისა და საჯარო მომსახურების ეფექტურად მიწოდებისათვის.

 

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა 3 სახელმძღვანელო ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებზე.

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და     ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI), ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) და G3 წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.


ფოტო მასალა

I VOTE


პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია"


დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)

 

პროექტის ფარგლებში განსაზღვრული იყო:

  • შესაბამისი ბეჭდვითი (საინფორმაციო ბროშურა) და ვიდეო მასალის (ინტერნეტ-საიტი, ვიდეო-კლიპი) მომზადება და გავრცელება;
  • საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა 26 ქალაქსა და სოფელში.

 

პროექტის ფარგლებში:

1. მომზადდა და ქართულ (ტირაჟი - 15.000), სომხურ (2.000) და აზერბაიჯანულ (2.000) ენებზე გამოიცა საინფორმაციო ბროშურა - ინფორმაცია თვითმმართველობის მოქმედი სისტემის, საარჩევნო კოდექსის სიახლეებისა და მოქალაქეთა შესაძლებლობების შესახებ.

2. საქართველოს 26 ქალაქში, დაბასა და სოფელში, გაიმართა შეხვედრები საზოგადოებასთან, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის სიახლეებისა (თვითმმართველობის კოდექსი) და ახალი საარჩევნო რეგულაციები და საარჩევნო კოდექსის სიახლეების გაცნობა.

შეხვედრები ეწყობოდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში. მონაწილეთა საერთო ოდენობამ 900 ადამიანს გადააჭარბა.

3. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია:

I VOTE


პროექტი
ახლადჩამოყალიბებულ თვითმმართველ ქალაქებში პოლიტიკური პარტიების საკრებულოების წევრობის კანდიდატების შესაძლებლობების გაზრდა

 

დონორი: სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.


პროექტის  მიზანი იყო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საკრებულოს წევრობის კანდიდატების კვალიფიკაციის, ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ახლადჩამოყალიბებულ ოთხ თვითმმართველ ქალაქში - თელავი, მცხეთა,  გორი და ახალციხე.


განხორციელებული საქმიანობა:

  • 2014 წლის 26 მაისიდან - 6 ივნისის ჩათვლით თელავში, მცხეთაში,  გორში და ახალციხეში, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო საკითხებზე ჩატარდა ათი ორდღიანი ტრენინგ-სემინარი. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო თორმეტი საარჩევნო სუბიექტის ასორმოცდაათმა  წარმომადგენელმა

 

  • მომზადდა და გამოიცა (3 000 ეგზემპლიარი)  სახელმძღვანელო-გზამკვლევი „ადგილობრივი თვითმმართველობა და არჩევნები“,  რომელიც დაურიგდა არამარტო სემინარების მონაწილეებს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების სათაო ოფისებს, რომლებმაც სახელმძღვანელო გაავრცელეს საკუთარ წევრებში.

იხ. პრეზენტაცია

ფოტო მასალა

I VOTE


ბეჭდვა