ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ხალხის პარტია
ხალხის პარტია

 

პოლიტიკური გაერთიანება - “ხალხის პარტია”

 

 

თავმჯდომარე: ალექსანდრე კობაიძე

 

აღმასრულებელი მდივანი: ასმათ მურადაშვილი

 

პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ალექსანდრე კობაიძე, (პარტიის ტავმჯდომარე) ასმათ მურადაშვილი, (აღმასრულებელი მდივანი)

 

მარინე კაკაბაძე, (პარტიის ქ.თბისლისის თავმჯდომარე)

 

ნანა ხაჩიძე, (პოლიტიკური საბჭოს წევრი)

 

ლია გოცირიძე, (პოლიტიკური საბჭოს წევრი)

 

ოთარ ხარატიშვილი, (პოლიტიკური საბჭოს წევრი)

 

მამუკა ტაბატაძე (პოლიტიკური საბჭოს წევრი)

 

პარტიის სარევიზიო კომისიის წევრები: მანან ჯიქია,

 

თამარ ბოტკოველი და თენგიზ დობორჯგინიძე.

 

პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის პარტია” 2006 წლის 12 მარტში საინიციატივო ჯგუფის საფუძველზე დაფუძვნდა.

 

საინიციატივო ჯგუფმა კი 2007 წლის 9 ივნისს პარტიის ყრილობა გამართა. ყრილობამ აირჩია უმაღლესი ორგანო პოლიტიკური საბჭო. პოილიტიკურმა საბჭომ კი პარტიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივნი აირჩია.

 

თავმჯდომარედ  კობა დავითაშვილი იქნა აირჩეული, ხოლო  აღმასრულებელ მდივნად ასმათ მურადაშვილი.

 

პარტიის რეგისტრაციიდან პარტიამ აქტიური მოძრაობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო. ცნობილი 2007 წლის 7 ნომებრის აქცია “ხალხის პარტიის” თავმჯდომარის, კობა დავითაშვილის ინიციატივით დაიწყო. აღნიშნულ აქციაზე პარტიის თავმჯდომარე და ქუჩაში მყოფი აქტივისტები იმ დროინდელმა ხელისფულებამ დაარბია და სპეცნაზის მეშვეობით სასტიკად გაუწორდნენ. აქციიდან ხელისუფლების დაკვეთით გატაცებული იქნა კობა დავითაშვილი, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდნენ როგოც დავითაშვილს ასევე მის პირად დაცვას, ნოდარმ მელაძეს და დენის დუმბაძეს.

 

7 ნოემბრის აქციების შემდეგ “ხალხის პარტიის” ოფიში  პოლიტიკური პარტიების გაერთიანება მოხდა.

 

გაერთიანებულ ოპოზიციაში 9 პარტია შედიოდა:

 

“ხალხის პარტია” გაერთიანებულ ოპოზიცურ პარტიებთან ერთად აქტიურად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რის შემდეგაც 2008 წლის საპარლმანეტო არჩევნების შემდეგ კვალიფიციური პარტია გახდა. პარტიამ გამოუშვა საკუთარი გაზეთი “ხალხის პარტია”, რომელიც საქართველოს მაშტაბით ვრცელდებოდა.

 

2008 წელს საპარლამენტო არჩევნების ზუგდიდი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა დავითაშვილი გახდა.

 

2009 წელს “ხალხის პარტია” აქტიურად მონაწილეობდა საკნების აქციაზე.

 

2010 წლის ადგილობრივ არჩვენებში ეროვნული საბჭოს სახელით,  სამი პარტია გაერთიანდა: “ხალხის პარტია” “საქართველოს კონსერვატიული პარტია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”.

 

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისი საკრბულოს წევრი “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილი გახდა.

 

2011 წელს კი “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარეს კობა დავითაშვილს “ქართული ოცნების” სააერჩევნო სიით ეყარა კენჭი, რის შემდეგაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

 

ამის შემდეგ თბილისის საკრებულოში კობა დავითაშვილის ადგილმონაცვლე გახდა პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ფირუაშვილი, რომელიც საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა.

 

2013 წელს კობა დავითაშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა პრეზიდენტობაზე და ხმის 1,2% აიღო, რის შემდეგაც დავითაშვილმა, როგორც პოლიტიკური ასპარაზი ასევე 2014 წელის აპრილში “ხალხის პარტიის” დავმჯდომარის პოზიციაც დატოვა.

 

2015 წლის 27 ივნისს “ხალხის პარტიამ” თავმჯდომარედ აირჩია ალექსანდრე შალაბმერიძე, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც პარტიამ შეწყვიტა აქტიურობა, თუმცა რეგისტრირებული დარჩა.

 

2017 წლის 21 იანვარს “ხალხის პარტიამ” ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა და პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსანდრე კობაიძე.

 

ალექსანდრე კობაიძე პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ აქტიურად ჩაება პარტიის საქმიანობაში და პარტიის სხვა წევრებთან ერთად ემზადება ერთიანი და დემოკარტიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.

 

პარტიის მიზნები:

 

ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, პატრიოტიზმის ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეების დამკვიდრება, ეთნიკური, კომფესიური კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დემოკრატიული პრინციპების დამკვირდება და განვითარება სახელმწიფო მმართველობაში, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების თვითმმართველობა, კერძო საკუთრების დაცვა, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, სიღარიბის დაძლევა, უღარიბესი ფენისთვის სოცილაური პროგრამების განხორციელება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში.

 

სახელმწიფო აღმშენებლობაში აქტირუი მონაწილეობის მიღება, აღნიშული მიზნების განხორციელება პარტიის მიერ წარმოების ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლა, კონსტიტუციური, მშვიდობიანი და სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით.

 

მისამართი: თბილისი 0160, ჯავახიშვილის ქ. #73

 

ტელეფონი: 557 019090

 

Mail: info@peopleparty.info

 

Facebook: ხალხის პარტია \ Chairman of the People's Party


პარტიის ოფიციალური გვრედი: http://peopleparty.info/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31