დევიზი:, ,ჯანსაღი ერი ძლიერი სახელმწიფო’’
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები: ეკონომიკა ქვეყნის ეროვნული მეურნეობი კონკრეტული კონცეფციის შემუშვება გარდამავალ ეტაპზე საზოგადოების სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით.
საგარეო პოლიტიკა: მეზობელ და სხვა ქვეყნებთნ კეთილ მეგობრული პარტნიორული ურთიერთობანი ეკონოპმიკურ კულტურულ და სხვა საკითხებში.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო
პარტია დაარსდა 1994 წელს.
პირველი რეგისტრაცია 1994 წელი
ხელახალი რეგისტრაცია 1998 წელი
დაარსების ინიციატორები: ვეტერანი სპორტსმენები - ვალერი გიორგობიანი, ედიშერ მაჩაიძე, მირიან ცალქალამანიძე, ნოდარ მოდებაძე, ვახტანგ ბალავაძე, სიომა
ბარქაია, ამურ ციმაკურიძე.
შექმნის მიზანი: იმ დროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენული და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სპორტსმენების დაცვა და გაერთიანება
ერთი მიზნის ქვეშ: ძალა ერთობაშია.
პირველი პოლიტიკური განაცხადი: 1995 წელს სპორტსმენთა კავშირის ორმა წარმომადგენელმა: ვალერი გიორგობიანმა ცაგერიდან და მანუჩარ მაჩაიძემ
ნაძალადევის რაიონიდან მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და გაიმარჯვა. მათი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით მაშინდელმა
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სპორტის შესახებ, რომელიც დღეს მოქმედებს. სპორტსმენი პარლამენტარების დამსახურებით, კანონში განსაკუთრებული
პირობები ჩაიდო სპორტსმენთა სოციალური დაცვისა და სპორტული ობიექტების ხელშეუხებლობის შესახებ.