მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს მშრომელთა საბჭო“
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს მშრომელთა საბჭო“
მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ. 71 კ. ბ.№27
ტელეფონი: 38.04.07, რეგისტრაციის ნომერი: 111
კოლეგიის დადგენილების ნომერი: 12/3 რეგისტრაციის თარიღი: 09.07.1999წ.
ცვლილება: 22.05.2008წ. ბრძანება №149

თავმჯდომარე: თამაზ ჯაფოშვილი

სოციალისტური ორიენტაციის მემარცხენე რადიკარული მიმართულების პოლიტიკური პარტია „მშრომელთა საბჭო“ დაფუძნდა 1999 წელს. იმავე წელს შექმნა ბლოკი კომუნისტურ და სოციალ დემოკრატიულ პატიებთან ერთად და არჩევნებში მონაწილეობა ახლადშექმნილი ბლოკის სახით მიიღო. ხელისუფლებაში მოსვლის მეორე ცდის შემდეგ შიდა განხეთქილების საფუძველზე მშრომელთა საბჭომ პარტიული მოღვაწეობა შეაჩერა. 2009 წელს პარტიამ ხელახალი რეგისტრაცია გაიარა, პარტიული ორგანიზაციები აღადგინა, როგორც რაიონებში, ასევე თბილისში და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყო მზადება.
ამჯერად „მშრომელთა საბჭო“ არჩევნებში საკუთარი პარტიის სახელით, თუმცა მაინც კოალიციური გაერთიანების სახით მოანაწილეობს. მის შემადგენლობაშია: „სოციალური სამართლიანობის პარტია“, „სტალინური პარტია“, „გაერთიანებული საქართველო“, „დემოკრატიული პარტია“, „ვეტერანთა პარტია“, „ მთიელთა პარტია“, „მძლეველები“ და სხვები.

საპროგრამო პრიორიტეტები:
უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, პენსიები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მინიმალური კომუნალური გადასახადები, მათ მიერ შემუშავებული სოფლის მშენებლობის პროექტის განხორციელება, არა ნატოს, რუსეთთან მოლაპარაკება და შერბილებული პოლიტიკის მეთოდით კეთილმეზობლური ურთიერთობების წარმოება , დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

სტრუქტურა:
საბჭოს სტრუქტურა ასეთია: თავმჯდომარე, მოადგილეები, საორგანიზაცოიო განყოფილება, ქალაქის კომიტეტი, პარტიული ორგანიზაციები თბილისსა და რაიონებში (ე.წ. საბჭოები).

ქვემდგომი ორგანოები ანგარიშვალდებულნი არიან ზემდგომი ორგანოების და პირიქით, ზემდგომი ორგანოები - ქვემდგომების წინაშე. პირველ პირს ირჩევს ქალაქის კომიტეტი, ხოლო რაიონული საბჭოს თავმჯომარეებს ირჩევენ კრებები.რაიონული საბჭოები პასუხისმგებელია ქალაქის საბჭოს წინაშე, ხოლო ქალაქის საბჭოები - ცენტრალური საბჭოს წინაშე.

მისამართი: თბილისი, ტოლსტოის 5


ბეჭდვა