ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პ.გ. მერაბ კოსტავას საზოგადოება
პ.გ. მერაბ კოსტავას საზოგადოება
დევიზი: “იყავ უმწიკვლო, ვითა ცხოვარი, სიწმინდის თვალი, ასპიტის ელდა”

პარტიის ლიდერი - ვაჟა ადამია


პოლიტიკური მიმართულება:  მემარჯვენე - კონსერვატიული


პარტია დაარსდა  1990 წ, პირველი რეგისტრაცია  1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია  1998 წ.


დაარსების ინიციატორები: ვაჟა ადამია, გურამ ბერუაშვილი, ზ.სიამაშვილი, ჯუმბერ ტატულაშვილი, თორღვა ბუალაშვილი.


პარტია არის სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების სამართალმემკვიდრე.


1990 წლის 19 იანვარს შიდა ქართლის მთიანეთში ცხინვალის რაიონის სოფელ ტირძნისში დაფუძნდა მერაბ კოსტავას საზოგადოება _ მემარჯვენე კონსერვატიული შეხედულებების მქონე ერთადერთი ორგანიზებული ძალა, რომელიც იარაღით ხელში დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიალისტურ ძალებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.


1990 წლის 3-4 აპრილს ჩატარებულ პირველ ყრილობაზე მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვაჟა ადამია.


მერაბ კოსტავას საზოგადოება ვაჟა ადამიას თავმჯდომარეობით აქტიურად მონაწილეობდა 1990 წელს ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ თაოსნობით ჩატარებულ აქციებსა თუ ღონისძიებაში.


1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში მერაბ კოსტავას საზოგადოებამ დაიკავა მესამე ადგილი _ მიიღო 24 სადეპუტატო მანდატი;


1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მერაბ კოსტავას საზოგადოება პარლამენტში წარმოდგენილი იყო 7 დეპუტატით.


მერაბ კოტავას საზოგადოებას მისი წესდება ავალდებულებს მონაწილეობდა მიიღოს საქართველოში გამართულ ყველა დონის არჩევნებში. მას ჰყვადა   რაიონისა და სოფლის სამ ათეულზე მეტი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. მერაბ კოსტავას საზოგადოების დეპუტაციის მუშაობა უზენაეს საბჭოსა და 1992-1995 წ.წ. პარლამენტში იყო მრავალმხრივი და ნაყოფიერი, როგორც კანონშემოქმედებით, ასევე პოლიტიკუური და ორგანიზაციული თვალსაზრისით. მერაბ კოსტავას საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამჟამად მოქმედ კონსტიტუციისა და განსაკუთრებით მისი პრინციპული მნიშვნელობის მქონე მუხლების შემუშავებაში.


მერაბ კოსტავას საზოგადოების მიერ სამ ათეულზე მეტი ეკლესია-მონასტერია აღდგენილი საქართველოს სხადასხვა კუთხეში. მათ შორის წმინდა ნინოს სახელობისა თბილისში, რიყეზე.


მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარეა ვაჟა ადამია. საზოგადოებას  წესდების შესაბამისად, ჰყავს ხელმძღვანელი ორგანო _ გამგეობა, რაიონული ორგანიზაციები, რაიონთაშორისი კომიტეტები და ორიათასზე მეტი წევრი. ბეჭდვითი ორგანოა გაზეთი ,,სარანგი" და ჟურნალი ,,შავლეგო".


ვებ გვერდი: www.kvari.ge


მისამართი: თბილისი, გალაკტიონის #17

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31