ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პ/გ ’’სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი’’

თავმჯდომარე: გოჩა ამირეჯიბი

გენერალური მდივანი: ივანე ჭონიაშვილი

პარტია დაასრდა 2001 წლის 14 ივნისს, ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 2006 წლის 23 თებერვალს.

პარტიის ძირითადი საპროგრამო პრიორიტეტებია:

  • ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დამკვიდრება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.
  • საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების განვითარება და განმტკიცება

მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, თავისუფალი მასმედია და მისი როლის გაძლიერება, სახელისუფლებო პროცესების გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, კორუფციასთან რეალური ბრძოლა, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და განვითარება, ეროვნული ბანკისთვის თავის ფუნქციების დაბრუნება, მოქნილი საგადასახადო სისტემის შექმნა და მეწარმეების გათავისუფლება საგადასახადო წნეხისგან, სოფლის მეურნეობაში ტრადიციული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობასთან ერთად ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერა და საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე ზრუნვა, საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჯანდაცვის ხელმისაწდომობა ყველა მოქალაქისთვის და სხვა.

პარტიის იდეოლოგიის მთავარი პრიორიტეტია მემარცხენე-ცენტრისტული. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში კი სამხარეო. პარტიის პრიორიტეტი სახელმწიფო მოწყობის საკითშია საპრეზიდენტო, თუმცა ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიაში.

პარტიის დევიზია: „ინტელექი გადაარჩენს საქართველოს“.

პარტიის დაფუძნების ინიციატორი იყო ბესარიონ ბერძენიშვილი.

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. აღმასრულებელი ორგანოა პარტიის საბჭო, რომელიც ასევე 4 წლით ირჩევა. პარტიის ლიდერს ირჩევს პარტიის ყრილობა ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. პარტიაში 1251 მოქალაქეა გაწევრიანებული, აქედან 325-350 აქტიურია. პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა 2003 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 270 მოქალაქეა გაწევრიანებული. ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერია გიორგი ქარსელაძე.

პარტიის აღმასრულებელი წევრები არიან:

  1. გოჩა ამირეჯიბი (პარტიის თავმდჯომარე)
  2. ივანე ჭონიაშვილი (გენერალური მდივანი)
  3. დავით ჩუბინიძე (საორგანიზაციო მდივანი)
  4. გიორგი ქარსელაძე (აღმასრულებელი მდივანი)

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე პარტიის  მერობის კანდიდატია გოჩა ამირეჯიბი, დაბადებული 1965 წლის 1 თებერვალს. განათლება- უმაღლესი. აფხაზეთის ომის მონაწილე.

მისამართი: ქ. თბილისი, ა.ქუთათელაძის 4

ტელ: 985965 , იმელი: pawglo@hotmail.com

საკონტაქტო პირი: თამარ კალმახელიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31