ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავმჯდომარე: ბაჩუკი ქარდავა

პოლიტ. მდივანი: გიორგი გოგნიაშვილი

პარტია დაარსდა 1981 წელს, რეგისტრაცია გაიარა 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაცია კი 2009წ.

პარტიის დევიზია: სიმართლე ყველგან და ყოველთვის.

პარტიის იდეოლოგიური მიმდინარეობა: მემარჯვენე-ცენტრისტული.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი: სამხარეო. სახელმწიფო მოწყობის საკითხი-კონსტიტუციური მონარქია.

პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეკლესიის განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლური ღირებულებების ერთგულება;

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. აღმასრულებელი ორგანოა კომიტეტი, რომელიც 21 წევრისგანაა დაკომპლექტებული და ასევე 2 წლით ირჩევა. პარტიას გააჩნია 7 წევრიანი პრეზიდიუმი. კომიტეტის წევრები არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე, თენგიზ შარმანაშვილი, პაატა საყვარელიძე, კახა ჯიქია. პარტიის ლიდერს ირჩევს ყრილობა. პარტიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს, აქედან 700 აქტიურია. პარტიას 1993 წლიდან გააჩნია ახალგაზრდული მოძრაობა-“ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატები”, რომლის ლიდერია გიორგი გოგოლაძე.

პარტია 2009 წლიდან გაერთიანებულია ახალგაზრდულ ორგანიზაცია NDC-ში.

მისამართი:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 21

ტელ: 931244

ფაქსი: 931244

ვებსაითი: www.edp.ge

საკონტაქტო პირი პაატა საყვარელიძე

ბეჭდვა