ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი ქვეყანა“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი ქვეყანა“

თავმჯდომარე: თამაზ ღუღუნიშვილი

პოლიტიკური მდივანი: ოთარ ჟორდანია

პარტია დაარსდა 2007 წლის 10 ოქტომბერს, რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 26 დეკემბერს.

პარტიის დევიზია: „ილიას გზა-საქართველოს გზა“, „სიყვარული სიძულვილის წილ“.

სახელმწიფო სისტემის მოწყობის საპროგრამო პრიორიტეტები:

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში-უნიტარული, სახელმწიფო მოწყობის საკითხში-საპრეზიდენტო. პარტიის იდეოლოგიის მთავარი პრიორიტეტი-მემარჯვენე-ცენტრისტული.

პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:

პარტიის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის „საერთო ნიადაგის“ თეორია. ეს თეორია ორ ათეულზე მეტ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ პრინციპს მოიცავს, რომელმაც ასახვა ჰპოვა პარტიის პროგრამაში. თემატურად პარტიის პროგრამა შედგება პრეამბულისა და 9 თავისაგან.

  1. ეროვნული იდეოლოგია და ეროვნული სახელმწიფო
  2. სოციალური სახელმწიფო
  3. სახელმწიფო წყობა
  4. ეროვნული ეკონომიკა
  5. დემოგრაფიული პოლიტიკა
  6. ადგილობრივი თვითმართველობა
  7. ეკოლოგიური და ენერგეტიკული პოლიტიკა
  8. საგარეო პოლიტიკა (სამეზობლო პოლიტიკა კავკასიაში)
  9. გლობალიზმი და ნაციონალიზმი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები
პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. აღმასრულებელი ორგანოა პარტიის საბჭო და კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც 7 წევრია და 4 წლით ირჩევა.

პარტიის ლიდერს ირჩევს პარტიის ყრილობა 4 წლის ვადით. აღმასრულებელი ორგანოს წევრები არიან: თამაზ ღუღუნიშვილი (პარტიის თავმჯდომარე), ოთარ ჟორდანია (პოლიტიკური მდივანი), გურამ ჩაჩანიძე (თავმჯდომარის მოადგილე), ქეთევან ნანობაშვილი (აღმასრულებელი მდივანი), თამაზ კენჭოშვილი (პარტიის გენერალური მდივანი), ლევან მიროტაძე (პარტიის საორგანიზაციო მდივანი). პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაარსდა 2007 წლის 20 იანვარს და მისი თავმჯდომარეა ნიკოლოზ ღუღუნიშვილი. ახალგაზრდულ ორგანიზაციას 7000 აქტივისტი ჰყავს. პარტიაში გაწევრიანებულია 25000 კაცი, აქედან აქტიურია 5000.

მისამართი:

ქ. თბილისი, აკურის ქ. 8

ტელ:2 547071

Tamazgugushvili@yahoo.com

საკონტაქტო პირი ნიკოლოზ ღუღუნიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31