ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საქართველოს გზა
საქართველოს გზა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს გზა”

საპატიო თავმჯდომარე: სალომე ზურაბიშვილი

თავმჯდომარე: თეიმურაზ მურვანიძე

გენერალური მდივანი: ნინო ტაბიძე

იდეოლოგია: მემარჯვენე-ლიბერალები

პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ 2006 წელს დაარსა .

2005 წლის 1 ნოემბერს შეიქმნა ”სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა”, შემდგომ საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოძრაობის ბაზაზე შეიქმნა პარტია. 2006 წლის 16 მარტს ჩატარდა პარტია ”საქართველოს გზის” დამფუძნებელი ყრილობა.

პარტია ”საქართველოს გზამ” მონაწილეობა მიიღო 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. საპრეზიდენტო არჩევნებზე ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დასახელებული იყო საპრეზიდენტო კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად , როგორც პრემიერობის კანდიდატი, ხოლო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ”საქართველოს გზა” შედიოდა საარჩევნო ბლოკში ”ახალი მემარჯვენეები-გაერთიანებული ოპოზიცია”, ბლოკმა 17, 73 % მიიღო.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  პარტიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა ყველა კანდიდატი და მთელი რესურსით ჩაება „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული კანდიდატების სასარგებლო წინასაარჩევნო კამპანიაში.

დღესდღეობით  პარტიას  ჰყავს  მხოლოდ  ერთი  წარმომადგენელი  ქალაქ  თბილისის  საკრებულოში,  ქალბატონი  ნათელა  მაჭავარიანი

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

რეალური და ეფექტური დემოკრატია: დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი მეწარმეობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობა, გენდერული თანასწორობა, ლიბერალური და სოლიდარული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, დიასპორასთან ურთიერთობა. პარტიის სტრუქტურა:

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა კონგრესი. აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც 4 წლით ირჩევა. გამგეობაში 11 წევრია. პოლიტიკური საბჭო, რომელიც 4 წლით ირჩევა. პარტიის თვამჯდომარე ირჩევა 4 წლის ვადით. 2000 წელს პარტიის ლიდერად სალომე ზურაბიშვილი იქნა არჩეული. პარტიას 2500 წევრი ჰყავს, პარტიის მხარდამჭერია 5000, აქედან აქტიურია 500.
მისამართი:

ქ. თბილისი, ბარნოვის 60.
ტელ: 2914546

ელ-ფოსტა: salomemovement@yahoo.com

ვებსაითი: www.twg.ge

საკონტაქო პირი: ნათია პავლიაშვილი, natiapavliashvili@gmail.com;
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა