ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”

პარტიის ლიდერი: სერგო ჯავახიძე

პარტია ჩამოყალიბებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, მიერ 2008 წლის დეკემბერში.

პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები: დეპუტატი პეტრე მამრაძე, ყოფილი დეპუტატები შოთა გვენეტაძე და ედუარდ სურმანიძე.


პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ის იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის ერთმა ნაწილმა გამართა რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადა პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა მომხრე ნაწილმა. ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა, აირჩია გამგეობის ახალი შემადგენლობაც[. რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის გამგეობამ განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს. 2011 წლის 11 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ განცადება დააკმაყოფილა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრთა რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატარა.

პარტიის მიზანი - "ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ სახელმწიფოს სწორი, ოპტიმალური მოწყობა და მართვა; უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა; უზრუნველვყოთ ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დონეზე, ბოლო მოვუღოთ უსამართლობას. ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის შემდგომ აღმავლობას.

ჩვენი მიზანია დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან. აღვადგინოთ ეკონომიკური და კულტურული კავშირები. აღვადგინოთ ნდობა და ურთიერთობა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან. სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მართვის ჭეშმარიტად დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებით. სახელმწიფოს ახალმა მოწყობამ უნდა გამორიცხოს ბელადომანია და ავტორიტარული რეჟიმის აღმოცენება.

ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, ურთიერთნდობის აღდგენა. მტკიცედ უნდა დავადგეთ იმ ერთადერთ სწორ გზას, რომელიც მიგვიყვანს ლტოლვილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, საქართველოს სრულ გაერთიანებამდე.

ჩვენი მიზანია დაბალი ინფლაცია, ფინანსური სექტორის მდგრადობა, ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი 8-12%-იანი ზრდა. ეროვნული ბანკი უნდა გახდეს: ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი.

ჩვენი მიზანია ზრუნვა სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვესმის, რომ სოციალური ჩიხიდან გამოსასვლელად უნდა გამოვაცხადოთ და გადავიდეთ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სისტემაზე. საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ მისი დაწყება აუცილებელია. ეს არის ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად. "

თბილისი, აკ. წერეთელის 77 ბ

საკონტაქტო ინფორმაცია:

პრესმდივანი - ნაზი ჩიტაშვილი; მობ. 593 35 75 67 press@mjfg.ge;

მოდერატორი - ლევან კახიაშვილი 571 03 35 04 lkakhiashvili@mjfg.ge;
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31