ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს ევროპელი დემოკრატები
საქართველოს ევროპელი დემოკრატები
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ევროპელი დემოკრატები(ძველი სახელწოდება "ჩვენ თვითონ”)

თავმჯდომარე: პაატა დავითაია

პარტია დაარსდა 2006 წლის 18 მაისს.

პარტიის იდეოლოგიის მთავარი პრიორიტეტები:

მემარჯვენე-ცენტრისტული

პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ამ საკითხთან დაკავშირებული-დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკის და იურიდიული საკითხები. საქართველოში რეგიონებს ეკონომიკური გაძლიერება და თვითმართველობის ორგანოს დამოკიდებულება, პოლიციის და ჯარის დემილიტიზაცია.

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი სახელმწიფო სისტემის მოწყობის საკითხში: საპარლამენტო, უნიტარული.

პარტია 2009 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაცია IDG-ს წევრი.

პარტიის დაფუძნების ინიციატორები იყვნენ: პაატა დავითაია, ვალერი ჭელიძე, მარიკა კაშია.

პარტიის ორგანული სტრუტურა:

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა

აღმასრულებელი ორგანოა მთავარი კომიტეტი რომელიც აირჩევა 4 წლით და 15 წევრითაა დაკომპლექტებული

პარტიის თავმჯდომარე აირჩევა 4 წლით.

პარტიის წევრთა რაოდენობა 30000 , აქტიური წევრების რაოდენობა 1500.

მისამართი:

ქ.თბილისის გენ. კვინიტაძის 14

ტელეფონი (+995 32) 230-78-71

პარტიის ისტორია:

პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ” შეიქმნა 2006 წელს, რომლის მთავარი მიზნები იყო:

• ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა;
• დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა;
• ადამიანის იურიდიული და სოციალური უფლებების დაცვა.

შექმნის დღიდან, პარტია აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პრინციპების დამკვიდრებისთვის.

პ/გ “ჩვენ თვითონ” პარტიის პრინციპებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთო დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლაში, რაც 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და საგურამოს მანიფესტის შექმნაში მონაწილებოთ გამოიხატა.

2007 წლის შემოდგომაზე ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად გაჩნდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საჭიროება, შემუშავდა საერთო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის შედეგად ბლოკმა "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)” ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.

პარტიის პრინციპებიდან გამომდინარე, მიუხედავად საარჩევნო ბლოკში აზრთა სხვადასხვაობისა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ”, გადაწყვიტა საპარლამენტო მუშაობაში ჩაბმა და უარი თქვა პარლამენტის ბოიკოტირებაზე.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ” გახდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლება.

2008 წელს პარტია აქტიურად მონაწილეობდა ყველა პოლიტიკურ შეთანხმებაში, რომლებიც ემსახურებოდა ქვეყნის დემოკრატიული, სამართლებრივი და რაციონალური ღირებულებების დამკვიდრებაში, რაც აისახება შემდგომი კომისიების მუშაობაში:

• საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია;
• საარჩევნო კოდექსზე მუშაობა NDI-ის ფორმატი;
• საარჩევნო კოდექსზე მუშაობა EFES–ის ფორმატი;
• სია – ამომრჩეველთა სიების შემსწავლელი კომისია

2008 წლის რუსული აგრესიის დროს ქვეყანაში განსაკუთრებულად დადგა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების საჭიროება. ამ მომენტიდან, ეს პარტიისთვის ერთ–ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ “ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასთან” ერთად მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ბლოკით "გიორგი თარგამაძე -ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება". ხმების დათვლის შედეგად, ბლოკი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც პ/გ „საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა“ საკუთარი ფრაქციები ჩამოაყალიბა 5 თვითმმართველ ერთეულში და ასევე 20 მანდატი მოიპოვა სხდასხვა რეგიონში.

2010 წლიდან პარტია წარმოდგენილი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში, ევროპულ დემოკრატიული გაერთიანების ჯგუფში, სადაც 2011-2012 წლებში პარტიის ლიდერს, პაატა დავითაიას, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
2011 წელი, პარტიის სახელწოდების შეცვლა.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ” შეიცვალა სახელწოდება და გახდა “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”. ძირითად პრინციპებად რჩება:

• დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი ქართულ–ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა;
• ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა;
• დემკრატიული პრინციპების, ადამიანის იურიდიული, სოციალური უფლებების და თავისუფლებების დაცვა;
• ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე დაყრდნობით ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ერის გამთლიანებისთვის ზრუნვა.

პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატებისა” და AECER-ის პრინციპების თანხვედრის გამო, გადაწყდა აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანება.

პარტიამ ა/წ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ბლოკში „ქდმ“–სთან ერთად. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ბლოკმა ვერ მოახერხა არჩევნებში ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების მოპოვება(2.04%). მიუხედავად ამისა პ/გ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ინტენსიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში.

პარტია მონაწილეობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31