ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”

თავმჯდომარე: გიორგი თარგამაძე

ლიდერი: გიორგი თარგამაძე

პარტია დაარსდა 2008 წელს.

პარტიის მიზნებია:

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძვნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შექმნა, განათლების სისტემის რეფორმა ტრადიციული ფასეულობების გათვალისწინებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევს პარტიის მთავარი კომიტეტი 4 წელიწადში ერთხელ მაინც. აღმასრულებელი ორგანოა – მთავარი კომიტეტი, რომელიც ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის საქმიანობას წარმართავს და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს . მთავარი კომიტეტი ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით ირჩევს პარტიის ყრილობას. პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში ავტომატურად შედის პარტიის თავმჯდომარე. ხოლო მაკონტროლებელი ორგანოა – სარევიზიო კომისია.

პარტიის ტერიტორიულ სტრუქტურებს - ქვედანაყოფებს იურიდიული პირის უფლების გარეშე მთავარი კომიტეტის მიერ დადგენილი წესით ქმნის და აუქმებს მთავარი კომიტეტი.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, სტრუქტურული ქვედანაყოფი იურიდიული პირის უფლების გარეშე, თავის საქმიანობას წარმართავს მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე. პარტიის ახალგზრდული ორგანიზაციის ლიდერია ლაშა აივაზაშვილი (წინა - ლევან ჯაფარიძე).

პარტიის თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარეს, პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელსაც ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით ირჩევს პარტიის ყრილობა და მოქმედებს პარტიის ყრილობისა და მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად.


მისამართი:

ქ. თბილისი. კოსტავას ქ. 71/5,

ტელ: 2 14 10 33;

ელ-ფოსტა: info@cdm.ge

ვებსაითი: www.cdm.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31