გიორგი თოფაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს))

გიორგი თოფაძე - პოლიტიკური მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

გოგი ლევანის ძე თოფაძე დაიბადა ქ.თბილისში 1940 წლის 18 აპრილს.

1957 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,1962 წელს მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო ინსტიტუტში,მეცნიერ-თანამშრომლად.

1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1969 წელს დაიცვა დისერტაცია,რის შმდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.2003 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ,გოგი თოფაძეს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.ასევე მინიჭებული აქვსპროფესორის წოდება.ის არის 20 სამეცნიერო ნაშრომის,4 მონოგრაფის,1 სახელმძღვანელოს და 3 წიგნის ავტორი.წიგნისათვის ”თხილამურებით მთაში”,1999 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.

1970-1975 წლებში გოგი თოფაძე მუშაობდა თბილისის საპნის ქარხნის დირექტორად.

1975 დან 1986 იყო საწარმოო გაერთიანება ”თბილლუდის” გენერალური დირექტორი.

1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად.

1994 დააარსა კომპანია ”ყაზბეგი”.ამჟამად გოგი თოფაძე სააქციო საზოგადოება ”ყაზბეგის” პრეზიდენტია.

1999-2005 წლებსში იყო პოლიტიკური მოძრაობა ”მრეწველობა გდაარჩენს საქართველოს” თავმჯდომარე.

2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გდაარჩენს საქართველოს” ლიდერი.

1999-2003 იყო საქართველოს პარლამენტის წევრი,ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარე.

1995 წლიდან არის სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.

1999 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

2005 წელს გოგი თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად.

2007-2008  წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

1997 და 1998 წლებსი არჩეულია საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

2005 წელს გოგი თოფაძე,პირველი ქართველი ბიზნესმენთა შორის,დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მდელით.

ჰყავს მეუღლე,ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი

ბეჭდვა