კახა კუკავა(თავისუფალი საქართველო)
კახა კუკავა(თავისუფალი საქართველო)
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.


დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს, თბილისში. დაასრულა 171-ე საშუალო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით).


1997-1999 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში (კონსულტანტად, შემდგომში – სექტორის უფროსად). 1999-2001 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანაშემწე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე.


2001 წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ პირადად დაკავებულია კერძო საადვოკატო პრაქტიკით.


2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. პრაქტიკულად არჩევისთანავე სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა (ამავე პერიოდში საქმიანობა შეწყვიტა მისმა იურიდიულმა ფირმამაც).


2004-2008 წლებში კახა კუკავა იყო არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მ. შ: გირგვლიანის კომისიის შესახებ, ლუსტრაციის კანონპროექტისა, შევარდნაძის პერიოდში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შესახებ (ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ).


2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური (მრავალპარტიული) ფრაქციის „დემოკრატიული ფრონტი”-ს თავმჯდომარედ.


2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად, სადაც პერიოდულად (როტაციის საფუძველზე) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობებს.



იმავე წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო”. 2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ.


ჰყავს მეუღლე – თეა ოქროპირიძე და შვილები: ნინო (6 წლის) და ნიკოლოზი (4 წლის)

ბეჭდვა