ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია 1972 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისტორიის ფაკულტეტი) და ლესტერის უნივერსიტეტში, გაერთიანებული სამეფო (სამართლის ფაკულტეტი).

1992-1996 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, 1996-2004 წლებში იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების კოორდინატორი. 2004-2008 წლებში გახლდათ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. 2005-2008 წლებში იკავებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. 2008 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2013-2016 წლებში ეკავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის პოზიცია. 2016 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილედ. 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31