ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიგი უგულავა
გიგი უგულავა
გიგი უგულავა 1975 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისში დაიბადა, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო სემინარიასა და ზაარბრუკენის უნივერსიტეტში.

დროს მუშაობდა რელიგიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერად, ფონდ ევრაზიის კონსულტანტად და სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს დირექტორად. 2003 წელს გიგი უგულავა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ხოლო 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ. 2005-2005 წლებში ეკავა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები. 2005 წლის 12 ივლისს დაინიშნა ქალაქ თბილისის მერად, 2006 წლის ოქტომბერში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქის საკრებულომ იგი კვლავ აირჩია ამავე თანამდებობაზე, ხოლო 2010 წლის მაისში გიგი უგულავა გახდა თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.

2009-2014 წლებში გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურ მდივნად.
ჰყავს სამი შვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31