ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
იოსებ ბორცვაძე
იოსებ ბორცვაძე
დაიბადა ქ. გორში 1981 წლის 21 დეკემბერს.

დაამთავრა გორის N 1 საშუალო სკოლა. 1999 წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის ფაკულტეტზე.

2002 წელს არჩეულ იქნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის პრეზიდენტად.

2002 წელს იოსებ ბორცვაძის ინიციატივით და ორგანიზებით ქართულ-
ოსური კონფლიქტის შემდეგ მოხდა პირველი პრეცედენტი ცხინვალიდან ოსი
სტუდენტების ჩამოყვანის და გორში ქართველ თანატოლებთან შეხვედრის,
ამის შემდეგ იოსებ ბორცვაძემ მეგობრებთან ერთად შექმნა ქართულ-ოსური
კონფლიქტის დარეგულირების სტუდენტურ - ახალგაზრდული არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელის ხელმძღვანელიც იყო 2004 წლამდე.

2004 -2005 წლებში გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
სახელმწიფო მართვის სამაგისტრო კურსი, რის შემდეგაც 2005 წლიდან 2007
წლამდე იმუშავა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში. მისი ინიციატივით
გაიმართა რამდენიმე შეხვედრა შიდა ქართლის ბიზნესმენებსა და უცხოელ
ინვესტორებს შორის. ამავე პერიოდში იცავდა ბიზნესმენებს ხელისუფლების
ზეწოლისაგან და სააშკარაოზე გამოქონდა ბიზნესმენების ზეწოლის ფაქტები.

2008 წელს იყო გაერთიანებული ოპოზიციის, გორის დეპუტატობის კანდიდატის
გიორგი მოსიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ამავე წელს იგი არჩეულ
იქნა ,,ახალი მემარჯვენეების" გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.

2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე იყო "ალიანსი საქართველოსათვის"
გორის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი.

2009-2011 წლებში იმუშავა კერძო კომპანიის რეგიონული განვითარების მენეჯერად

2011 წელს აირჩიეს ,,ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის წევრად.

2011 წელს იგი დაინინიშნა ,,ახალი მემარჯვენეების" შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.

2012 წელს დაინიშნა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის შიდა ქართლის წარმომდგენლობის ხელმძღვანელად.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალ მემარჯვენეებმა წარადგინეს გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

2013-14 წელებში იმუშავა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილედ.

2015 წელს "ახალი მემარჯვენეების" რიგით მე-7 ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის გენერალურ მდივნად

ფლობს ინგლისურ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30