ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მამუკა კაციტაძე
მამუკა კაციტაძე
დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს, თბილისში;

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა . თბილისის 152-ე საშუალო სკოლა;

1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) საავტომობილო გზების ინჟინერ- მშენებლის სპეციალობით;

1988 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა საქ.პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაფორმალური სტუდენტური გაერთიანება ,,სადისკუსიო კლუბი". იყო ამ კლუბის თავმჯდომარე;

1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტის წევრი;

1990 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია –ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სტუდენტური კავშირი", რომლის პირველი ხელმძღვანელიც თვითონ იყო;

1993 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ,,საქართველოს სტუდენტური ლიგა", ანუ სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანება;

1992 წლის მაისში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,თაობა", რომლის პრეზიდენტადაც იყო არჩეული;

1993 წელს შეიქმნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება - მოძრაობა ,,ახალი თაობა", რომლის სპიკერადაც იქნა არჩეული;

ამ მოძრაობის ბაზაზე, 1994 წელს, დაფუძნდა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელიც დღეს ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის ნამდვილი წევრია.
ამ ორგანიზაციის ეგიდით მიღებული აქვს მონაწილეობა ახალგაზრდულ ფორუმებში, კონფერენციებში – რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონებში, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ან წევრს;

1992-1995 წლებში არჩეული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის
მოადგილედ;

1993 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, დააფუძნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი ,,ძლევაი";

1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ ,,ორბის" შემადგენლობაში;

1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტექნიკური კლუბი", რომლის მიზანიც იყო მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა;

1996- 2002 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველოს უფროსი;

2000 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი მოძრაობა". იყო ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე;

2001 წლის 15 ივნისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი;

2002 - 2006 წელს იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

2002 წლის 2 ივნისს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო ფრაქცია ,,ახალი მემარჯვენეების" (ახლები) თავმჯდომარე;

2003 დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეცილაობით, იურისტის კვალიფიკაციით;

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად პროპორციული წესით ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები-ახლები" პარტიული სიით;

2006 წლიდან იყო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარის მოადგილე და პ/გ "ახალი მემარჯვენეების" საპარლამენტო მდივანი;

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი;

იყო საქართველოს პარლამენტის მუდმვმოქმედი დელეგაციის წევრი სამხრეთკავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში;

2008 - წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად პროპორციული წესით" გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით". გაყალბებული არჩევნების გამო პარლამენტი

პროტესტის ნიშნად დატოვა;

2011-2012 წლებში იყო ამომრჩეველტა სიების დაზუსტების უზუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯომარე;

2012 -14 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, "ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშემწყობი" კომისიის თავმჯდომარე;

2015 წლის დეკემბერში პ/გ "ახალი მემარჯვენეების" რიგგარეშე მე-7 ყრილობაზე არჩეულ იქნა თავმჯდომარედ.

საუბრობს ქართულ და რუსულ ენებზე;

ჰყავს მეუღლე – მარიამ ჭეიშვილი, და ორი შვილი – სოფიო და გურამი. .
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31