აკაკი ასათიანი (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი)
დაიბადა 1953 წ., თბილისში, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. 1977 წ. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი, მასწავლებელი. საქინფორმი, მთარგმნელი. 1990 წლიდან არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და ბლოკის “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1991-1992 წ.წ. იყო ფრაქცია “მრგვალი მაგიდის” წევრი, 1990-1991 წ.წ. - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991-1992 წ.წ. – პარლამენტის თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1999 - 2003 პარლამენტის წევრი.


ბეჭდვა