ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ვაჟა ადამია(მერაბ კოსტავას საზოგადოება)
ვაჟა გიორგის ძე ადამია დაიბადა 1950 წლის 26 მაისს მოსამსახურის ოჯახში.

მეუღლე _ ნატო ადამია. შვილები: გიორგი და ნინო.

განათლება: ქ. ჩიტას სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი სტომატოლოგი.

შრომითი საქმიანობა: თბილისის #1 და #9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკების კბილის ტექნიკოსი (1968-75), დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თბილისის #3 საბაზო სამედიცინო სასწავლებლის ექიმი-პედაგოგი, #10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ორთოპედიული განყოფილების გამგე, #2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი, ორთოპედი, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინპლანტაციისა და პროთეზირების განყოფილების ქირურგი.

მერაბ კოსტავას თაოსნობით 1987 წ. შემდგომ გამართულ ყველა პოლიტიკური აქციის მონაწილე. 1989წ. ქვემო ქართლის, 1989წ. აფხაზეთის, 1989 წ. შიდა ქართლის მთიანეთის, 1992 წ. აფხაზეთის სამამულო ომებსა და კონფლიქტების მონაწილე.

1989 წ 1 სექტემბრიდან თავმჯდომარეობს მერაბ კოსტავასთან ერთობლივად დაფუძნებულ საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის დახმარებისა და განსახლების ფონდს, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს დემოგრაფიულად მძიმე რაიონებში ქართული ოჯახების ჩასახლება, ქართული ფერმერული მეურნეობის აღდგენა.

1989 წლიდან იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი, ეროვნული ხსნის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აქტიური წევრი.

1989 წლის 23 ნოემბრიდან მონაწილეობს ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში შიდა ქართლის მთიანეთში. 1990 წლის 19 იანვარს ცხინვალის რაიონის სოფელ ტირძნისში დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია _ მერაბ კოსტავას საზოგადოება _ ერთადერთი ორგანიზებული ძალა, რომელიც იარაღით დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიალისტურ ძალებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

1990 წლის 15-16 მარტს აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ეროვნული ფორუმის მუშაობაში. 1990 წლის აპრილში მას შემდეგ, რაც ეროვნული ფორუმი გაიყო ორ დაპირისპირებულ ძალად, მერაბ კოსტავას საზოგადოება იყო ერთერთი დამფუძნებელი და მუდმივი წევრი პოლიტიკური ბლოკისა ,,მრგავლი მაგიდა – თავისუფალი საქართველო~.

1990 წლის 3-4 აპრილს მერაბ კოსტავას საზოგადოების პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა საზოგადოების თავმჯდომარედ. მერაბ კოსტავას საზოგადოება ვაჟა ადამიას თავმჯდომარეობით აქტიურად მონაწილეობდა 1990 წელს ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ თაოსნობით ჩატარებულ პოლიტიკურ აქციებსა თუ ღონისძიებაში. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში მერაბ კოსტავას საზოგადოებამ დაიკავა მესამე ადგილი _ მიიღო 24 სადეპუტატო მანდატი; ვაჟა ადამია იყო მაჟორიტარი დეპუტატი ცხინვალის საარჩევნო ოლქიდან.

1990 წლის საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზეანეს საბჭოში ვ. ადამია არცეულ იქნა თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარედ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად.

ვაჟა ადამიამ 1990 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვაჟა ადამია არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად მერაბ კოსტავას საზოგადოების პარტიული სიით. ამავე მოწვევის პარლამენტში მას ეკავა მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. მონაწილეობდა საქართველოს ამჟამად მოქმედ კონსტიტუციის შემუშავება _ შექმნაში.
ვაჟა ადამია 2005-2010 წ.წ. იმყოფებოდა პოლიტიკურ პატიმრობაში ორთაჭალის #5 და რუსთავის #6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში.

ვაჟა ადამიას რედაქტორობით 2009 წელს გამოიცა მერაბ კოსტავას დაბადებიდან სამოცდამეათე წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი - ,,ერის სინდისი~. ვ. ადამია ავტორია რიგი კრიტიკული წერილებისა და მოგონებებისა ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავას შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31