ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თეიმურაზ მურვანიძე - "საქართველოს გზა"
თეიმურაზ მურვანიძე - "საქართველოს გზა"

დავიბადე ქ. თბილისში, 1974 წლის 10 თებერვალს.

1991/92 სასწავლო წლებში დავამთავრე ქ. თბილისის N162 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც 1992 წელს ჩავირიცხე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დავამთავრე ქირურგის სპეციალობით (აბდომინალური ქირურგია).

ამავე წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნიუ ჯერსის შტატში არსებული სეტონ ჰოლის (Seton Hall University) უნივერსიტეტიდან მივიღე მიწვევა და გავემგზავრე სასწავლებლად. ამ უნივერსიტეტში გავიარე ინგლისური ენის კურსები, ხოლო შემდგომ სწავლა განვაგრძე და გავიარე ამერიკის ისტორია, ინფორმატიკის საფუძვლები, მმართველობითი სისტემების საწყისები. ასევე ვიყავი თავისუფალი მსმენელი ამავე უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლის (School of Diplomacy).

2000 წელს გავიარე ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ იუნიონში ჯანდაცვის ტრანინგების ინსტიტუტში (Healthcare Training Institute) შესაბამისი კურსი და გავხდი სერტიფიცირებული ფარმაკოლოგი.

საქართველოში დავბრუნდი 2003 წელს. ვმუშაობდი ბრითიშ პეტროლეუმის (British Petroleum) სუბკონტრაქტორ ფირმაში, სპი-კაპაგში (Spie-capag) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) პროექტზე უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.

2005 წელს გავწევრიანდი საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც ჩამოაყალიბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და 2006 წელს, როდესაც ამ მოძრაობის ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ გავწევრიანდი ამ პოლიტიკურ პარტიაში.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გახლდით ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან.

ამის შემდეგ პარტიაში მეკავა სხვადასხვა პოსტები, და პარტიის საგარეო მდივნის თანამდებობის შემდეგ, 2012 წლის 27 დეკემბერს პარტიის ყრილობამ ამირჩია თავმჯდომარედ.

2010 წელს ჩავაბარე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

მაქვს ნაშრომი „ტოტალიტარიზმი დღევანდელ საქართველოში“ 2011 წელი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივლისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31