ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პ.გ. თავისუფალი საქართველო
პ.გ. თავისუფალი საქართველო
პარტიის თავმჯდომარე - კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველო“ არის მემარცხენე პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და უპარტიო პირებისგან. პარტია ეფუძნება მართვის კოლეგიალურ პრინციპს და შიდა დემოკრატიას. ყველა მმართველი ორგანო ყალიბდება პრაიმერის საფუძველზე.

საპროგრამო პრიორიტეტები:

ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანა, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება და მისი შუამავლობით, სოხუმთან და ცხინვალთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება, დაუსაბუთელი ქონებისჩამორთმევა, ლუსტრაციის კანონის მიღება, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადება, ეკონომიკური, თანამდებობრივი და წვრილმანი დანაშაულისათვის მსჯავრდებული 10.000 ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკური და პრევენციული ზომების გამოყენება (მ.შ. მეტადონის პროგრამა და სხვ), ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა, დევნილებისა და უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, საბანკო ვალების გადავადება, უკანონოდ პრივატიზებული მიწების გლეხებისთვის , ხოლო საძოვრების და ტყეების თვითმმართველობისთვის დაბრუნება, სოფლის მეურნეობის დაფინანსების, საბაჟო, ანტიდემპინგური თუ სანიტარული ღონისძიებებით იმპორტული თურქული და ჩინური პროდუქციის სამამულო ნაწარმით ჩანაცვლების უზრუნველყოფა (განსაკუთრებით აგრარულ ბაზარზე); მრეწველობის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთელი რიგი შეღავათების დაწესება, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ეროვნული და მართლმადიდებლური სახელმწიფოს მშენებლობა.

პარტიის სტრუქტურა: პარტიის თავჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, სარევიზიო კომისია, სამდივნო;

პოლიტიკური საბჭო: კახა კუკავა (თავმჯდომარე), ალექსანდრე შალამბერიძე (გენერალური მდივანი), მიმი გაბრიჩიძე(თავმჯდომარის მოადგილე), თენგიზ ომანიძე(პოლიტიკური მდივანი), ლადო ბულბულაშვილი(ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე), გულადი ყრუაშვილი(რეგიონული სამსახურის უფროსი), ჯემალ ვანაძე(ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), რაულ ბოლქვაძე(აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), ელენე შანიძე(რეგიონული სამსახურის უფროსი),  გიორგი წულაია(იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), მინდია კეჭაყმაძე (გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), წევრები:ალექსი შოშიკელაშვილი, მარინა კვარაცხელია, გიორგი ყიფშიძე, თამარ სამსონაძე, ნანა მჭედლიძე,  ლევან მეტრეველი,  გიური ცანავა;


მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის 33 ა
http://freegeorgia.ge
ტელეფონი: 225 31 42.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30