ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
დაფუძნდა 2012 წლის 21 აპრილს

პარტიის თავმჯდომარე: გიორგი კვირიკაშვილი

გენერალური მდივანი: კახა კალაძე

აღმასრულებელი მდივანი: ირაკლი კობახიძე


პარტიის თავმჯდომარეები : ირაკლი ღარიბაშვილი (2014 -2015); არმაზ ახვლედიანი(2013-2014); მანანა კობახიძე(2013);


ორგანიზაციული სტრუქტურა:

პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის პარტიის თავმჯდომარე და ყრილობის მიერ არჩეული 20 წევრი.

პოლიტიკური საბჭოს წევრები: კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ირაკლი კობახიძე, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიორგი ჩაკვეტაძე.
მოადგილეები: დავით ხაბეიშვილი და ვაჩე ჩინჩალაძე.

პოლიტიკური პლატფორმა:


პარტიის გამოცხადებული მიზნები:

საშინაო პოლიტიკაში:
„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიანი გეგმა: ეკონომიკურ რეფორმას; განათლების რეფორმას; ქვეყნის განვითარებას ოპტიმალური სივრცითი მოწყობით; მმართველობის რეფორმას.

საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.

პარტიის ისტორია:

ბიზნესმენმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“, „ეროვნულ ფორუმთან“, აპრილში კი პარტიასთან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.  წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2012 წლის 27 მაისს რამდენიმე ათასიანი მიტინგით დაიწყო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და პარტიიდანაც წავიდა. 

პირველი პოლიტიკური საბჭოს წევრები იყვნენ: ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ეკონომისტი ნოდარ ხადური, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე, ზოოვეტერინარი გელა ხვედელიძე, სამართალმცოდნე თამაზ ავდალიანი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

მისამართი: ერეკლე II მოედანი N 3
ტელ: 2 20 50 73
ელ.ფოსტა: info@41.ge
ვებგვერდი: www.41.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა