თავმჯდომარე: კახაბერ შარტავა
აღმასრულებელი მდივანი: გოჩა ჯაბიძე
პოლიტიკური მდივანი: გუბაზ სანიკიძე
პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გოჩა ჯაბიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი (გია) ხეჩინაშვილი, კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი, ანი მიროტაძე, სოსო ვახტანგაშვილი, ზურაბ ჩიკვაიძე, თემურ მაისურაძე, ავთანდილ დავითაძე, დავით ანანიძე
პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმი" 2006 წლის ნოემბერში დაარსდა. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია პარტიამ 2006 წლის 25 დეკემბერს გამართა. წესდებით, პარტიის მმართველი ორგანოა პოლიტიკური საბჭო 5 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედის პარტიის თავმჯდომარეც.
2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია გაერთიანებული იყო ბლოკში - “გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები”. არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, ბლოკმა 14% მიიღო, თუმცა, გაყალბებული შედეგების გამო, ბლოკში შემავალი ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ იქნა ერთიანი გადაწყვეტილება და "ეროვნულმა ფორუმმა”, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საპარლამენტო მანდატზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ”ეროვნულ ფორუმს" მაჟორიტარი კანდიდატები 7 საარჩევნო ოლქში ჰყავდა დასახელებული და მათ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
პ/გ “ეროვნული ფორუმი” არის კვალიფიციური პარტია, რომელიც, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე, შემოწირულობებითა და პარტიის წევრთა საწევროებით.
პარტიის 5 ძირითადი საპროგრამო პრიორიტეტია:
ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის გატარება. საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა. ადმინისტრაციული და ფინანსური დეცენტრალიზაცია, ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბება;
ბიზნესგარემოს ლიბერალიზაცია. ამ კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, თავისუფალი ბიზნეს-საქმიანობის მაღალი სამართლებრივი გარანტიების ჩამოყალიბება და საგადასახდო კანონმდებლობის დახვეწა;
სამართლიანობის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის თანამედოროვე სისტემის მშენებლობის დაწყება (1.ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა და იმ პრობლემების პრიორიტიზირება, რომელთა მოგვარება შედარებით მოკლე ვადებში დარგის გარკვეულ სფეროებში რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს; 2. ჯანდაცვის პროგრამის კონცეფტუალური ნაწილის კონკრეტული პროექტებში ასახვა და ამ უკანასკნელთა გეგმაზომიერი რეალიზაცია).
სოციალურ სფეროში, პირველ რიგში, საპენსიო რეფორმის გატარება და საპენსიო უზრუნველყოფის საბჭოური მოდელის შეცვლა;
სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება.
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0160, ლვოვის ქუჩა #82ა
ელფოსტა: erovnuliforumi@yahoo.com
ტელეფონი: (+995 32) 2378088
შემოგვიერთდით Facebook-ზე
www.facebook.com/Youthforum.ge/?fref=t
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები