ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
პარტიის ლიდერი: კონსტანტინე გამსახურდია

დაარსდა 2004 წლის იანვარში. მისი დამფუძნებელი იყო  კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი. პირველივე არჩევნებში 2004 წელს პარტიამ მიიღო ხმათა 4,39%. აპრილში პარტიამ უშედეგოდ გაასაჩივრა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში. 2005 წლის შუალედურ არჩევნებში „თავისუფლება" თანამშრომლობდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან: საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები.

2007 წლის შემოდგომაზე პარტია გახდა ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრი და იყო თანაორგანიზატორი ნოემბრის აქციებისა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინა ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციის შემადგენლობაში. გამსახურდიამ მოპოვებულ მანდატზე უარი განაცხადა, თუმცა 2009 წლის შემოდგომაზე ის შევიდა პარლამენტში.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ვერ გადალახა 5-იანი ბარიერი ვერცერთ თვითმმართველ ერთეულში. ერთადერთი გამონაკლისი იყო მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც პარტიამ მიიღო ხმათა 9%. 2011 წელს კონსტანტინე გამსახურდიას შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება

პარტიის იდეოლოგიის მთავარი პრიორიტეტები

პოლიტიკურ მიმართულება მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო თეზისები

1) ეროვნული უმცირესობები

2) აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულები

3) აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიულ - ადმინისტრაციული მოწყობა

4) პენსიონერები , ინვალიდები, ომის ვეტერანები

5) მრავალშვილიანი ოჯახი

6) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობები

7) უკანონო დაკავებულ პირთა და მათი ოჯახების, მორალური და მატერიალური რეაბილიტაცია

8) სტუდენყობა და მოსწავლეები

9) საკუთრების უფლებების ხელშეკრულება

10) ისტორიულ უბანში მაცხოვრებლები

11) სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ მყოფი მეწარმეები

12) გლეხობა და ფერმერები

13) ქმედითუნარიანი უმუშევარი მოსახლეობა

14) საქართველოს შეიარაღებული ძალები

15) მეცნიერება

16) შემოქმედებითი ინტელიგენცია

17) სამედიცინო პერსონალი

18) საშუალო სკოლების პედაგოგები

19) სახელმწიფო მოხელეები

20) სპორტის მოღვაწეები

21) საზღვრისპირა რეგიონებში მაცხოვრებლები
პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის ხელმძღვანელი ორგანო: პარტიის წევრთა ყრილობა, 2 წელში ერთხელ

აღმასრულებელი ორგანო: საბჭო, აირჩევა 2 წლით

პარტიის ლიდერი აირჩევა 2 წლით

პარტიას ყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის ლიდერია პაატა ეხვაია



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30