საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია (სლშპ)
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია (სლშპ)
თავმჯდომარეშალვა ნათელაშვილი

პარტია არის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანების სამართალმემკვიდრე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ჩამოყალიბდა 1996 წელს და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წესდების შესაბამისად.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროპაზე ორიენტირებული ძლიერი, ქართული, დემოკრატიული, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ჰარმონიული განვითარების საშუალება.

პარტიის სამოქმედო პრიორიტეტებს მიეკუთვნება: მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან; ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები; ეროვნულ-სოციალური ეკონომიკის განვითარება; საშუალო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა; სახელმწიფოში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების დაცვა; ბრძოლა ფინანსური ოლიგარქიისა და კორუფციის წინააღმდეგ; ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეებისა და დარგების დაცვა უკანონო პრივატიზაციისაგან და მოტყუებულ მეანაბრეთა მხარდაჭერა; სიღარიბის დონისა და უმუშევრობის დაძლევა; ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა; თავისუფალი, დემოკრატიული საარჩევნო ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ეკოლოგია; მართლმსაჯულების რეფორმა არჩევითობის გზით და დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერება; გაწონასწორებული საერთაშორისო ურთიერთობები.

პარტია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.


ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) პოლიტიკური კომიტეტი (ირჩევა 4 წლით 25 წევრი);  თავმჯდომარეს  ყრილობა ირჩევს 4 წლით.


ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ახალგაზრდული ფრაქცია. დაარსდა 1997 წ.

პარტიის კლიპი



მისამართი:
თბილისი, ჯავახიშვილის 88,
ტელეფონი: (995 32) 2 911617
ფაქსი: (995 32) 2 910405
ელექტრონული ფოსტა: info@labour.ge

ბეჭდვა