ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

გენერალური მდივანი: ივანე მერაბიშვილი

აღმასრულებელი მდივანი:  2013 - 2017 წლებში  გენერალური მდივნის მოვალეობის ასრულება სერგო რატიანი.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე: ნიკა მელია 2016 წლამდე დავით ბაქრაძე

პარტიის თავმჯდომარეები: (2012 წლის ნოემბრიდან); მიხეილ მაჭავარიანი(2012 წლის ნოემბრამდე)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მისია:

თავისუფალ, განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანებია თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან გვჯერა, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი საქართველო, ეს კი ყოველი ჩვენთაგანის ოცნებაა.

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტებია:

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებლივი და ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების საფუძველზე სოციალური დაცვისა და სოციალური განვითარების მყარი გარანტიების შექმნა. საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მონაწილეობა მათ მუშაობაში. საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის მხარდაჭერა, მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავება. ხელისუფლების საქმიანობაზე მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფა. დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა. თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამჭვირვალე სისტემების შექმნის თვალსაზრისით.
პარტიის სტრუქტურა:

გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ მაინც, ყრილობა (რიგგარეშე ყრილობა) შეიძლება მოწვეულ იქნეს გაერთიანების თავმჯდომარის მიერ საკუთარი ან გაერთიანების წევრთა 1/3-ის ან პოლიტიკური საბჭოს ინიციატივით. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ორგანოა გაერთიანების პოლიტიკური საბჭო რომელიც იქმნება 2 წლის ვადით. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: გაერთიანების თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გაერთიანების ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე, ქ.თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყრილობაზე არჩეული 23 წევრი. პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა მხოლოდ გაერთიანების წევრი. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების სარევიზიო კომისია.

სარევიზიო კომისია აირჩევა ყრილობის მიერ 2 წლის ვადით 7 წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

გაერთიანებას ხელმძღვანელობს გაერთიანების თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა გაერთიანების ყრილობის მიერ.

გაერთიანების თავმჯდომარე პროგრამის, წესდების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელმძღვანელობს პოლიტიკურ საბჭოს საქმიანობას;

პარტიის ისტორია:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ინიციატივით, 2002 წელს დაფუძნდა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო!

2004-დან 2012 წლამდე პარტია ხელისუფლებაში იყო.

2012 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია.

მისამართი:

ქ. თბილისი,

ქ. თბილისი, სობჩაკის #3

ტელეფონი:

(995 32) 2 923084,

ფაქსი: (995 32) 2 923091

ელ.ფოსტა: info@unm.ge

ვებსაითი: www.unm.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივლისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31