დაიბადა 1987 წლის 14 ოქტომბერს; 2002 წელს დაამთავრა ქ .თბილისის 53-ე საშუალო სკოლა;
2004 წელს დაამთავრა ნატიფი ხელოვნების კოლეჯი;
2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2008-2010 წლებში კი გაიარა იმავე უნივერსიტეტის შენობა - ნაგებობათა არქიტექტურის მაგისტრატურა;
2008-2011 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ArchMaster-ში ინჟინერ-არქიტექტორად;
2008 წელს დაბა სტეფანწმინდაში იყო ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროექტის არქიტექტორი;
2010-2011 წლებში იყო შპს CEM-ის ინჟინერ-არქიტექტორი;
2011-2012 წლებში იყო ქ. გორის რეაბილიტაციის პროგრამის ინჟინერ-არქიტექტორი;
2012-2013 წლებში მონაწილეობდა დაბა გუდაურის რეაბილიტაციის პროგრამაში, იყო შპს Zsassociation-ის დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი;
2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრში, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელად;
2016-2017 წლებში იყო Heineken-ის ქარხნის (მცხეთის რაიონი, სოფელი წილკანი) პროექტის ავტორი და სამშენებლო ზედამხედველობის წარმოების ხემძღვანელი LTD „ZVU strojirny/CAMARA TC;
არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტურისტული და ზამთრის სპორტული სახეობების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების განვითარების კონცეფციის გეგმის ავტორი;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ყაზბეგი ალექსანდრე ზაგაშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd