გრიგოლ იოსელიანი
დაიბადა 1970 წლის 21 ოქტომბერს;
1987-1988 წლებში სწავლობდა ასტრახანის (რუსეთის ფედერაცია) თევზის მრეწველობის ინსტიტუტში;
1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით;
2000-2001 წლებში პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრში გაიარა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების კურსი;
1987-1989 წლებში მუშაობდა წყალტუბოს საშენი მასალების სამეურნეობათაშორისო საწარმოში აღმრიცხველად;
1994-1996 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი;
1997-2004 წლებში ეკავა "წყალტუბოგაზის" დირექტორის მოადგილის თანამდებობა;
2004 წლიდან ბოლო დრომდე იყო "ლიბერთი ბანკის" წყალტუბოს ფილიალის მენეჯერი;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
წყალტუბო გრიგოლ იოსელიანის საარჩევნო პროგრამა by Inernational Center for Civic Culture on Scribd