ჰამლეტ მოვსესიანი, ტელ.: 599 19 58 81
დაიბადა 1956 წ. 1 აპრილს ახალქალაქის რაიონის სოფ. გომანში.
განათლება - უმაღლესი. 1980 წელს დაამთავრა ქ.ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1996 - 1999 წლებში მუშაობდა სოფ. ზაკის საკრებულოს თავმჯდომარედ. 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტში. 2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური განვითარების მინისტრის მრჩევლად. 2010 წლის 17 ივნისიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.