ალექსანდრე სარიშვილი
დაიბადა 1984 წლის 21 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში);
2001 წელს დაამთავრა სოფ. ჩოჩხათის საშუალო სკოლა;
2007 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტმენეჯერის სპეციალობით;
2003 - 2007 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
2008 - 2009 წლებში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალში გაიარა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლების სრული კურსი ბუღალტრის სპეციალობით;
2007 - 2008 წლებში მუშაობდა ბერძნულ კომპანია შპს "პონტოსტარ კომპანიში" სავაჭრო აგენტად;
2009 - 2011 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით;
2013 - 2014 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
არის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი, 2017 წლის მარტიდან კი მისი აღმასრულებელი მდივანი;
ლანჩხუთი ალექსანდრე სარიშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd